აბორტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Abortion

სამედიცინო განმარტების მიხედვით, აბორტი ორუსლობის ნაადრევ შეწყვეტას გულისხმობს.

აბორტის პრობლემატიკა ერთ-ერთი ცენტრალურია ფემინისტური მოძრაობისთვის. მასზე მსჯელობისას ზოგიერთი არჩევანის თავისუფლებას ემხრობა, სხვები კი სიცოცხლის უფლებას იღებენ ამოსავალ დებულებად.

თვალსაზრისი, რომ აბორტთან დაკავშირებით დედის არჩევანის თავისუფლებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ფემინისტური მოძღვრებიდან მომდინარეობს. მის თანახმად, ხელშეუხებელი უნდა იყოს ქალის თავისუფლება, თვითონ გააკეთოს არჩევანი, გახდეს თუ არა დედა. ვინაიდან ქალის საშვილოსნო მისი სხეულის ნაწილია, ის და მხოლოდ ის არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს, უნდა თუ არა დედობა. უკვე არსებული ქალის სიცოცხლე და მისი უფლებები პრიორიტეტულია ჯერ ადამიანად არჩამოყალიბებული ნაყოფის სიცოცხლესთან შედარებით.

ნაყოფის სიცოცხლის უფლების მომხრენი კი ამტკიცებენ, რომ ყველა არსებას აქვს სიცოცხლის უფლება და არავის აქვს უფლება, ნაყოფის სიცოცხლე ხელყოს.     

აბორტთან დაკავშირებულ რეგულაციებში სახელმწიფოს როლი ხშირად განსაზღვრულია ქვეყნის ბიოპოლიტიკით. მრავალ ქვეყანაში აბორტთან დაკავშირებული პოლიტიკა მათი დემოგრაფიული პოლიტიკის უშუალო ნაწილია. აქ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ არა მხოლოდ ფემინისტური პერსპექტივიდან, არამედ ადამიანის უფლებების უფრო ზოგადი პერსპექტივიდანაც, ნებისმიერ დემოგრაფიულ არგუმენტს გადასწონის ქალის ინდივიდუალური თავისუფლების ხელშეუხებლობა და ხელშეუხებლობა ქალის უფლებისა, განაგოს საკუთარი სხეული.

რაც შეეხება აბორტის წინააღმდეგ ჩანასახის სიცოცხლის უფლებაზე დაფუძნებულ არგუმენტს, ამ დებატებში მნიშვნელოვანია მკაფიო პასუხი კითხვაზე,  როდიდან ითვლება ჩანასახი ადამიანურ სიცოცხლედ. ზოგიერთი თვალსაზრისის მიხედვით, ჩანასახი ადამიანურ სიცოცხლედ უნდა განვიხილოთ მას შემდეგ, რაც ის პირველად ამოძრავდება დედის მუცელში; სხვა თვალსაზრისის მიხედვით, ჩანასახი ადამიანის სიცოცხლეა მხოლოდ მას შემდეგ, რაც განვითარების იმ ეტაპს მიაღწევს, როდესაც დედის სხეულის გარეთაც შეუძლია სპეციალურ პირობებში არსებობის გაგრძელებას. ის, თუ რომელ აზრს ემხრობა სახელმწიფო, განსაზღვრავს აბორტის პოლიტიკსაც, რომელმაც შეიძლება მიიღოს აბორტის სრული აკრძალვის ან ფეხმძიმობის რომელმე თვემდე მისი დაშვების ფორმა.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Julia E. Hanigsberg – Homologizing Pregnancy and Motherhood: A Consideration of Abortion, in The Michigan Law Review, Vol. 94, No. 2, 1995, 371-418.

Faye Ginsburg, Rayna Rapp, The Politics of Reproduction, in Annual Review of Anthropology, Vol. 20 (1991), pp. 311-343.

Nira Yuval-Davis, Theorizing Gender and Nation, in Gender & Nation, 1997.

კატეგორია: 
ავტორები: