ასაკის მიხედვით დისკრიმინაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Ageism

ცრუწარმოდგენა ასაკოვანი ადამიანების შესახებ. ნეგატიური სტერეოტიპების თვალსაზრით, ჰგავს რასიზმსა და სექსიზმს.  ტერმინი შემოიტანა ბატლერმა (Butler, 1975), რომელმაც ის განმარტა, როგორც „სისტემატური სტერეოტიპიზაციისა და დისკრიმინაციის პროცესი ადამიანების მიმართ, იმის გამო, რომ ისინი ასაკოვანები არიან“.  ასაკის მიხედვით დისკრიმინაცია შეიძლება იყოს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური. არსებობს ოთხი ძირითადი ტიპი:

  1. ნეგატიური ცრუ წარმოდგენები მოიცავს ნეგატიურ დამოკიდებულებებს დაბერებისა და ასაკოვანი ადამიანების მიმართ და ნეგატიურ სტერეოტიპებს. მაგალითად, ავადმყოფობა, გონებრივი ჩამორჩენა, იმპოტენცია, სიმახინჯე, იზოლაცია, უსარგებლობა, სიღარიბე, დეპრესია.
  2. პოზიტიური ცრუ წარმოდგენები მოიცავს პოზიტიურ სტერეოტიპებსა და პოზიტიურ დამოკიდებულებებს ასაკოვანი ადამიანების მიმართ. ძირითადი პოზიტიური სტერეოტიპები ასაკოვანი ადამიანების მიმართ: ისინი არიან კეთილი, ბრძენი და საიმედო ადამიანები, ეკონომიურად უზრუნევლყოფილები, ფლობენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, არიან თავისუფლები და ბედნიერები.
  3. ნეგატიური დისკრიმინაცია შეიძლება იყოს ინსტიტუციური, როდესაც დისკრიმინაციის განმახორციელებელი არის ინსტიტუცია ან  ორგანიზაცია და ადამიანთა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის დისკრიმინაციის უფლება იურიდიულად არის გამყარებული (მაგალითად, დისკრიმინაცია დასაქმებისას და სავალდებულო პენსიაზე გასვლის პოლიტიკა)  და ინდივიდუალური, ინდივიდისაგან დისკრიმინაცია და ცრუწარმოდგენები.
  4. პოზიტიური დისკრიმინაცია შეიძლება იყოს ინსტიტუციური. მაგალითად, ეკონომიკურ სფეროში — გადასახადებისგან გათავისუფლება, მნიშვნელოვანი ფასდაკლებები; ჯანდაცვის მნიშვნელოვანი შეღავათები და ა.შ. და ინდივიდუალური, ინდივიდისაგან პოზიტიურ დისკრიმინაცია და პოზიტიური ცრუწარმოდგენების არსებობა.

 

ასაკის მიხედვით დისკრიმინაციის შესახებ არსებობს განსხვავებული თეორიული პერსპექტივები. ფუნქციონალისტური პერსპექტივის (Functional Perspective) მიხედვით, ნეგატიური დამოკიდებულებები ასაკოვანი ადამიანების მიმართ ემსახურება ეგოს დაცვის ფუნქციას, რამდენადაც სტერეოტიპები ახალგაზრდა ადამიანებს ეხმარებათ უარყონ ასაკთან დაკავშირებული ისეთი ასპექტები, რომლებიც სელფისთვის საფრთხეს წარმოადგენს (მაგალითად, ის რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი თანდათანობით სუსტება და გარდაიცვლება). ახალგაზრდა ამით ერთგვარად ამცირებს შფოთვას, რომელიც უკავშირდება ასაკოვანი ადამიანების, როგორც მომავალი ჯგუფის წევრებისადმი მიკუთვნებულობას.

ტერორის მართვის პერსპქტივა (Terror Management Perspective) აღმოცენდა ტერორის მართვის თეორიდან, რომლის თანახმადაც ადამიანის ქცევა, ძირითადად, მოტივირებულია სიკვდილის შიშით. ადამიანები სიკვდილის მიმართ ძლიერი შიშის მართვას ახდენენ ცხოვრების  საზრისისა და შესატყვისი ღირებულებების სტანდარტების სიმბოლური კონსტრუქციების გზით. იმის გამო, რომ ასაკოვანი ადამიანები ასოცირდებიან სიკვდილთან, ახალგაზრდები იყალიბებენ ასაკის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას და ახდენენ ასაკოვანი ადამიანებისგან დისტანცირებას, რაც მათ საშუალებას აძლევს უარყონ რეალობა, რომ ისინი თანდათანობით ამ ჯგუფის წევრები გახდებიან.

 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

http://www.apa.org/research/action/glossary.aspx

Journal of Social Issues, Vol. 61, No. 2, 2005, pp. 207—221 Ageism: Prejudice Against Our Feared Future Self Todd D. Nelson

Title: Ageism : Negative and Positive Author: Palmore, Erdman Ballagh Date: 1999 

 

კატეგორია: 
ავტორები: