ანდროგინია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Androgyny

ტერმინი ანდროგინია (ბერძნულად: ἀνδρ - კაცი, γυνή - ქალი) იუნგის ფსიქოლოგიიდან მოდის, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალიზაციის პროცესი ადამიანის მიერ საკუთარი არაცნობიერის გაცნობას მოითხოვს და გულისხმობს საკუთარი ფსიქიკის ურთიერწინააღმდეგობრივი ასპექტების - კაცისათვის საკუთარი ქალური, ხოლო ქალისათვის მამაკაცური - ასპექტის დანახვას. მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან ფემინისტური თეორიის კონტექსტში ეს ტერმინი აღწერს ადამიანებს, რომელთა კლასიფიკაციაც მკაცრად ქალად ან კაცად შეუძლებელია. ანდროგინია შეიძლება გულისხმობდეს მამაკაცური და ქალური მახასიათებლების კომბინაციას ან სქესობრივ ბუნდოვანებას, როდესაც სქესის იდენტიფიკაცია არ არის შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ანდროგინიის იდეა აუცილებლად არ უარყოფს ბიოლოგიურ სხვაობებს და შესაძლებელია საუბარი ანდროგინულ ქალზე ან ანდროგინულ მამაკაცზე.

70-იანი წლების ამერიკული ფემინიზმისთვის ერთგვარი იდეალი გახდა ანდროგინია იმ გაგებთ,  რომლითაც ერთი ადამიანი აერთიანებს ქალურ და მამაკაცურ მახასიათებლებს - როგორც იდეა, რომელიც სქესობრივი სტერეოტიპებისაგან და მათი იერარქიული ბუნებისაგან გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა. მიუხედავად თავდაპირველი აღტაცებისა, ანდროგინიის იდეამ მალე დაკარგა პოპულარობა, პირველ რიგში, „ქალურობისა“ და „კაცურობის“ ნიშნების ესენციალისტურ გაგებაზე დამოკიდებულების გამო. ეს სტერეოტიპული ნიშნები, თვითონ მათ შესახებ კითხვის დასმისა და ანალიზის გარეშე, ერთიანდებოდა იდეალიზებულ ანდროგინულ არსებაში. გარდა ამისა, ხშირად ხდებოდა ანდროგინიის ასიმეტრიულად ინტერპრეტირება, როგორც უკვე უფრო მაღალი სოციალური ღირებულების მქონე „კაცური“ მახასიათებლების ქალის მიერ შეთვისების ან პერიოდულად მამაკაცებისთვის გრძნობების გამოხატვის „ნების დართვისა“. შესაბამისად, ხშირად ანდროგინული მამაკაცი და ქალი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

მეოცე საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში, სქესის/გენდერის სოციალურად კონსტუირებულობაზე აქცენტის გამახვილებასთან ერთად და ქალურობისა და კაცურობის მახასიათებლების ბუნებრივობის უარყოფის კვალდაკვალ, მათი ერთ - ანდროგინულ - არსებაში გაერთიანების იდეა აზრს მოკლებული გახდა და ანდროგინიის ცნება ნელ-ნელა გაქრა  ფემინისტური თეორიიდან.

თუმცა, არსებობს ალტერნატიული მოსაზრებაც, რომ ანდროგინიის ძირითადი და ფუნდამენტური მახასიათებლებია ბუნდოვანება, განსხვავების დანახვის შეუძლებლობა, აღრევა, გაუგებრობა და მერყეობა. ანდროგინის სხეული, ჰერმაფროდიტის ამ ინტერსექსუალის სხეულისაგან განსხვავებით, არ მოითხოვს ქალისა და მამაკაცის სექსუალური ორგანოების ქონას. ასეთი მოსაზრება უპირისპირდება ანდროგინულობის ცნების გავრცელებულ გამოყენებას, განასხვავებს მას ჰერმაფროდიტიზმისა და ინტერსექსუალობისგან და ანდროგინულ არსებას არ წარმოადგენს, როგორც ქალისა და მამაკაცის გაერთიანებით მიღებულს.

იხილეთ აგრეთვე: ინტერსექსუალი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.

Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, Vol 1, Thomson Gale.

კატეგორია: 
ავტორები: