ქცევის მოდიფიკაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Behavioral Modification

ქცევის მოდიფიკაცია ამომწურავი და მრავალმხრივი მიდგომაა, რომელიც გულისხმობს დასწავლის პრინციპების მეთოდურ გამოყენებას სასურველი ქცევის გაზრდის ან არასასურველი ქცევის შემცირების მიზნით.

ქცევის მოდიფიკაციის შედეგად შეიძლება შეიცვალოს ქცევის სიხშირე, ხანგრძლივობა და ინტენსივობა. ქცევითი მოდიფიკაცია გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როცა ქცევა ძალიან ხშირ ხასიათს ატარებს, მაგალითად, რაიმე ტიპის ქცევის ნორმის გადაჭარბება ან როცა ქცევა იშვიათია (ქცევითი დეფიციტი). ამასთან, ქცევა, რომლის მოდიფიცირებაც ხორციელდება, შესაძლოა, აშკარად გამოხატული (overt) ან დაფარული (covert) იყოს. მისი მოდიფიკაცია/მართვა გარემოში რაიმე სტიმულის დამატებით ან მოშორებით შეიძლება განხორციელდეს.  სტიმულის დამატება დადებითი განმტკიცებაა, ხოლო სტიმულის ჩამოშორება — უარყოფითი განმტკიცება. ამასთან, განმტკიცება ორი გზით შეიძლება განხორციელდეს: დასჯით ან წახალისებით. ამდენად, ქცევის მოდიფიკაციისათვის არსებობს ოთხი სტრატეგია: დადებითი განმტკიცება, უარყოფითი განმტკიცება, დადებითი დასჯა და უარყოფითი დასჯა.

ქცევის მოდიფიკაციის თეორიული საფუძვლები კლასიკური და ოპერანტული განპირობებულობის, სოციალურ დასწავლისა და ეკოლოგიური სისტემების თეორიებიდან მომდინარეობს.

კლასიკური განპირობებულობა (იგივე პავლოვის განპირობებულობა) გულისხმობს ქცევის მოდიფიკაციას ორი სტიმულის შეწყვილებით, რის შედეგადაც ორივე მათგანზე ერთი და იგივე რეაქცია ყალიბდება.

ქცევითი მოდიფიკაცია ალბერტ ბანდურას სოციალური დასწავლის თეორიიდან იზიარებს მოსაზრებას, რომ ინდივიდის ქცევა შესაძლოა შეიცვალოს სხვა ადამიანის ქცევაზე დაკვირვების შედეგად.

ქცევითი მოდიფიკაციის სტრატეგიები ეკოლოგიურ თეორიასაც ეფუძნება (იური ბრონფენბრენერი, Uri Bronfenbrenner, 1979), რომელიც ინდივიდის ქცევის განმსაზღვრელად უშუალო და დისტანციურ გარემოს და იმ გამოცდილებებს მიიჩნევს, რომლებიც უფრო ფართო კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტში ყალიბდება. ამ შეხედულების მიხედვით, ინდივიდის უნარი განსაზღვრულია გარემოს მოთხოვნილებებით და, შესაბამისად, ქცევითი მოდიფიკაციის სტრატეგიები იმ გამოცდილების მოდიფიკაციას უკავშირდება. 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Salkind, Neil J. Encyclopedia of Educational Psychology. 1 edition. Thousand Oaks, Calif: SAGE Publications, Inc, 2008.

კატეგორია: 
ავტორები: