ბეტი ფრიდანი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Betty Friedan

ბეტი ფრიდანი (1921-2006) იყო ამერიკელი აქტივისტი და ჟურნალისტი, ორგანიზაციების NOW, National Women's Political Caucus და NARAL-ის დამფუძნებელი, ფემინიზმის მეორე ტალღისა და ლიბერალური ფემინიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ფრიდანმა მეოცე საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო ქალთა ჟურნალებისთვის სტატიების წერა, მანამდე კი პროფკავშირის გამოცემისთვის წერდა.

ფრიდანის ყველაზე ცნობილი შრომაა „ქალურობის გამოცანა“ (The Feminine Mistique, 1963), რომელსაც ლიბერალური ფემინიზმის კლასიკურ ნაშრომად მიიჩნევენ. ხშირად ფიქრობენ, რომ სწორედ „ქალურობის გამოცანამ“ ჩაუყარა საფუძველი 60-70-იანი წლების ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობას. ფრიდანსვე ეკუთვნის წიგნი „ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა: წერილები ქალთა მოძრაობაზე“ (It Changed My Life: Writings on the Women's Movement, 1976), რომელშიც იგი 60-70-იანი წლების ფემინისტურ მოძრაობას მიმოიხილავს.

„ქალურობის გამოცანაში“ ფრიდანი აღწერს იმ ქალების იმედგაცრუებას, რომელთაც განათლება მიიღეს, მაგრამ ოჯახური მოვალეობებისა და როლების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ფრიდანს ეკუთვნის ფრაზა „პრობლემა, რომელსაც სახელი არ აქვს“, რომლითაც ის აღნიშავს პრობლემას, რომლის წინაშეც იდგნენ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლები: პრესტიჟულ კოლეჯში განათლებამიღებული, დაოჯახებული, მაღალი, ან საშუალო კლასის თეთრკანიანი ქალები.

დასავლეთის ქვეყნებში ლიბერალური ფემინიზმის წარმომადგენლებზე დიდი გავლენა იქონია ბეტი ფრიდანის ნაშრომმა. მან ბევრი ქალი წაახალისა, ოჯახური სივრციდან საჯარო სივრცეში გასულიყო, თუმცა წიგნი ფემინისტმა თეორეტიკოსებმა და ქალთა უფლებების აქტივისტებმა  არაერთი გააკრიტიკეს. მაგალითად, ფემინისტი თეორეტიკოსის ბელ ჰუქსის აზრით, ფრიდანი არ ეხება ქალების უნივერსალურ პრობლემას, ავტორი მხოლოდ თეთრკანიანი, მაღალი ან საშუალო კლასის წარმომადგენელი დედებისა და ცოლების პრობლემებზე კონცენტრირდება, თითქოს სხვა რასისა და კლასის ქალები – ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩაგრულნი და რეპრესირებულნი – საერთოდ არ არსებობდნენ.

ბეტი ფრიდანი თავად თვლიდა, რომ მისმა წიგნმა ახალი მოძრაობის თეორიული საფუძველი შექმნა და ქალები კარიერული განვითარებისთვის წაახალისა, თუმცა ეს დასაწყისი იყო. წიგნმა გავლენა მოახდინა საზოგადოების ცნობიერებაზე, შემდეგი ნაბიჯი კი სოციალური ცვლილება უნდა ყოფილიყო. ფრიდანი ბოლომდე ე. წ. მეინსტრიმული ფემინიზმის მოთხოვნების ერთგული რჩებოდა და ძირითადად თანაბარი შესაძლებლობების მოთხოვნით შემოიფარგლებოდა.

იხილეთ, აგრეთვე: პრობლემა, რომელსაც სახელი არ აქვს

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Encyclopedia of Feminist Theories, Edited by Lorraine Code.London and New York

Interview with Betty Friedan. Public Broadcasting Service, available at: http://www.pbs.org/fmc/interviews/friedan.htm

კატეგორია: 
ავტორები: