ბიოპოლიტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Biopolitics

ბიოპოლიტიკა მიშელ ფუკოს მიერ დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც ადამიანთა ჯგუფებისთვის დამახასიათებელი სოციალური და ბიოლოგიური პროცესების მართვას აღნიშნავს. ფუკოს აზრით, მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც წარმოების წესი შეიცვალა და კაპიტალიზმი დამკვიდრდა, ძალაუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნიკად იქცა „მოსახლეობის“, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური საზრუნავის, ხედვა. სახელდობრ, შეიცვალა ადამიანებისა თუ ადამიანთა ჯგუფების, როგორც სუბიექტებისა თუ ინდივიდების, ერთობის აღქმა და დამკვიდრდა „მოსახლეობის“, როგორც ფენომენის, ცნება, რომელსაც საკუთარი განსაკუთრებული ცვლადები ახასიათებდა. ამ ცვლადებს მიეკუთვნება ისეთი მონაცემები, როგორიცაა შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, სიცოცხლის ხანგრძლივობის, ფერტილურობის, დაავადებათა სიხშირის მონაცემები და სხვ. „მოსახლეობის“ ასეთი გაგების შემთხვევაში მისი მართვა შესაძლებელია (და აუცილებელია) სხვადასხვა ტექნოლოგიისა თუ ტექნიკის მეშვეობით, რომელთაც ფუკო ბიოძალაუფლებას უწოდებს.

ფუკო ბიოპოლიტიკას ძალაუფლებასთან და ცოდნის შექმნასთან აკავშირებს და აცხადებს, რომ ბიოძალაუფლებამ ცხოვრება „გათვლების სფეროში“ გადაიყვანა, რითაც ადამიანთა ცხოვრების ტრანსფორმაციისა და ცვლილების აგენტად ცოდნა და მასთან დაკავშირებული ძალაუფლება გახადა. თუ საუკუნეების განმავლობაში ისეთი ბიოლოგიური ფაქტორების ზეგავლენა ისტორიის განვითარებაზე, როგორებიცაა შიმშილობები და ეპიდემიები, საკმაოდ ძლიერი იყო, მე-18 საუკუნის შემდეგ ცოდნის ისეთი სფეროების განვითარებასთან ერთად, როგორიცაა მეცნიერება, მედიცინა, სოფლის მეურნეობის დარგები, შეიქნა ისეთი მეთოდები, რომლებიც ადამიანთა ცხოვრების პირობებს აუმჯობესებდნენ. თუმცა ცხოვრების პროცესებზე პასუხისმგებლობასთან ერთად ცოდნისა და ძალაუფლების სფეროში აღმოჩნდა ამ პროცესების მართვის, მოდიფიცირების, შეცვლის პრეროგატივაც. შესაბამისად, „ბიოლოგიური არსებობა“ „პოლიტიკურ არსებობაში“ აისახა და მისი ერთი ნაწილი ცოდნის კონტროლის, ხოლო მეორე ნაწილი - ძალაუფლების ჩარევის სფეროებში გადავიდა.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Foucault, M. (1979) The History of Sexuality, Volume I: An Introduction. London: Allen Lane.

კატეგორია: 
ავტორები: