ცენტრალური ნერვული სისტემა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Central Nervous System

ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც აერთიანებს თავის ტვინსა და ზურგის ტვინს. ყველაფერი დანარჩენი პერიფერიულ ნერვულ სისტემას მიეკუთვნება.

ცენტრალური ნერვული სისტემა შემოსული ნერვული ინფორმაციის გადამუშავებისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში პასუხების გაგზავნით უზრუნველყოფს სხეულის ყველა სისტემის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ ფუნქციონირებას. ზურგის ტვინი ასრულებს თავის ტვინსა და სხეულის დანარჩენ ნაწილებს შორის დამაკავშირებელი არხის ფუნქციას. ის, ასევე, თავის ტვინის მონაწილეობის გარეშე, აკონტროლებს მარტივ მოტორულ რეფლექსებს. თავის ტვინი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია სენსორული ინფორმაციის ინტეგრაციასა და კოორდინაციაზე, როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ დონეზე. ისეთი რთული ფუნქციები, როგორებიცაა აზროვნება, ყურადღება, მეტყველება და ა.შ.  სწორედ თავის ტვინზეა დამოკიდებული.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვული ქსოვილის ორ ტიპს განასხვავებენ: თეთრ და რუხ ნივთიერებას. ნერვული უჯრედების მიელინიზირებული აქსონებისგან შემდგარ უბნებს თეთრ ნივთიერებას უწოდებენ, ხოლო ნერვული უჯრედების სხეულებისგან შემდგარ უბნებს - რუხ ნივთიერებას. ცნს-ში ნეირონებს შორის ლოკალური სინაფსური კავშირები უპირატესად რუხ ნივთიერებაში ხორციელდება, მაშინ როდესაც თეთრი ნივთიერების აქსონები სიგნალებს უფრო გრძელ მანძილზე გადასცემენ. თავის ტვინის ჰემისფეროების ზედაპირი დაფარულია რუხი ნივთიერების უნიკალური ფენით, რომელსაც თავის ტვინის ქერქს უწოდებენ. რუხი ნივთიერების ქვეშ მდებარეობს თეთრი ნივთიერება, რომელიც ატარებს ინფორმაციას ქერქისკენ და ქერქიდან. ასევე, რუხი ნივთიერება იქნა აღმოჩენილი უჯრედების გროვებში, ე.წ. ბირთვებში, დიდი ჰემისფეროების სიღრმესა და თავის ტვინის ღეროში. მაგალითისთვის იხ., ბაზალური განგლიები, თალამუსი, თავის ტვინის ნერვული ბირთვები.

თავის ტვინის ჰემისფეროებში რუხი ნივთიერება გარეთაა განლაგებული (თავის ტვინის ზედაპირს ქმნის), ხოლო თეთრი ნივთიერება - შიგნით. ზურგის ტვინში პირიქითაა - თეთრი ნივთიერება გარეთაა, ხოლო რუხი ნივთიერება ცენტრშია განთავსებული. ტვინის ღეროში რუხი და თეთრი ნივთიერება აღმოჩენილია როგორც შიგნით, ასევე გარეთა ზედაპირზე.

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 807;

მეტრეველი, ლ. (2007) ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები; თბილისი; გვ. 353 – 354.

Blumenfeld, H. (2010) Neuroanatomy through clinical cases;  Sinauer Associates, Inc. pp. 56, 68.

კატეგორია: 
ავტორები: