შემეცნება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cognition

სიტყვა „Cognition“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “cognare“ და ნიშნავს ცოდნას. ესაა ცოდნის შეძენის პროცესი, რომელიც მოიცავს აზროვნებას, გახსენებას, ყურადღების მიქცევას და, ასევე მოიცავს როგორც კოგნიტურ შინაარსებს, ისე პროცესებს. შინაარსებში მოიაზრება - ცნებები, ფაქტები, წესები, მოგონებები - ის, რაც ინდივიდმა იცის. კოგნიტური პროცესებით კი ინდივიდი მანიპულირებს იმ ფსიქიკური შინაარსებით, რომლებიც გარესამყაროს ინტერპრეტაციისა და ცხოვრებისეული დილემების დროს რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს. ტერმინი „შემეცნება“ - აერთიანებს შემეცნებითი პროცესების ყველა ფორმას, მოიცავს ცნობიერების ყველა პროცესს, რომლის საშუალებითაც ცოდნის აკუმულირება ხდება. სხვა სიტყვებით  რომ ვთქვათ, შემეცნება ესაა გამოცდილება, რომელიც განსხვავდება ემოციებთან დაკავშირებული გამოცდილებისაგან.

შემეცნების პროცესი საინტერესოა ფსიქოლოგებისთვის, რადგან ის ქცევასა და დასწავლაზე ახდენს გავლენას. შემეცნებასა და მის განვითარებასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული ინტერპრეტაცია და შეხედულება არსებობს. თანამედროვე კოგნიტურ თეორიაში განასხვავებენ ორ ფართო მიდგომას: (1) ინფორმაციის გადამუშავების თეორია - ცდილობს აზროვნებისა და მსჯელობის პროცესების გაგებას, გონების რთულ კომპიუტერულ სისტემასთან შედარებით, რომელიც მოწოდებულია ინფორმაციის შეძენის გადამუშავების, შენახვისა და გამოყენებისათვის. (2) მეორე მიდგომა ეფუძნება პიაჟეს თეორიას, რომელიც კოგნიტურ განვითარებას განიხილავს ორი ბაზისური პროცესის: ასიმილაციისა და აკომოდაციის ტერმინებით. ასიმილაცია არის რეალობის ინტერპრეტირების პროცესი შინაგანი მოდელის ტერმინებით (მანამდე არსებულ გამოცდილებაზე დაფუძნებით), ხოლო აკომოდაცია მოდელის ცვლილების პროცესსია ახალ გამოცდილებაზე მორგების გზით.  

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of Psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: