ინტერესთა კონფლიქტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Conflict of Interest

აღნიშნულ ტერმინში იგულისხმება: (1) კლასიკური კონფლიქტი, რომლის წინაშეც საკანონმდებლო ორგანოს წევრი დგას, როცა ამომრჩეველთა ვიწრო ინტერესები კონფლიქტში მოდის საერთო, საზოგადოებრივ ინტერესებთან; (2) სიტუაცია, როცა თანამდებობის პირის პირადმა ინტერესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე საზოგადოებრივ საკითხთან დაკავშირებით. მაღალ პოზიციაზე მყოფი მრავალი ჩინოვნიკი თავს არიდებს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დასმულ სადავო კითხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად თანხების მოძიება და კერძო ინტერესების მატარებელ აქტორებთან უწევს ურთიერთობა და ეს მაშინ, როცა ინტერესთა კონფლიქტის ალბათობა აშკარად გამოკვეთილია. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიღებული წესი ისეთ საკითხებზე, როცა მას პირადი ინტერესი შეიძლება გააჩნდეს, კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავის შეკავებაა. აქედან გამომდინარე, მოსამართლეებმა და ჩინოვნიკებმა შეიძლება უარი განაცხადონ, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღებაში ან კენჭისყრაში ისეთი საკითხის განხილვების დროს, რომელიც უკავშირდება იმ სფეროებს, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში მესაკუთრეობის და სხვა ინტერესების გამო, სარგებელს პოულობდნენ.

1978 წლის ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის შიდა ეთიკის აქტის (The Ethics in Government Act) საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება გამიზნულია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ფედერალური მთავრობის მაღალ პოზიციაზე მომუშავე ჩინოვნიკებისთვის. მას შემდეგაც, რაც ისინი დატოვებენ საჯარო პოზიციას, შეზღუდვები წესდება იმ სააგენტოებთან ურთიერთობაზეც, რომლებშიც ერთ დროს ისინი მუშაობდნენ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: