საკონტრაქტო ადმინისტრაცია/გარე საკონტრაქტო ურთიერთობები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Contract Administration/Contacting Out

საკონტრაქტო ადმინისტრაცია, რომლის საფუძველი საჯარო სექტორის მიღმა გარე საკონტრაქტო სისტემით მუშაობას მოიცავს, შრომითი ურთიერთობების დედააზრია. კონტრაქტზე კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. სამუშაო ძალის გვერდის ავლით შესრულებულ სამუშაოზე გარე საკონტრაქტო ურთიერთობების ჩამოყალიბება დღეს, საჯარო სექტორში აქტიურად დამკვიდრებული პრაქტიკაა და შრომითი ურთიერთობების აქტიური განმსაზღვრელია. გარე საკონტრაქტო სისტემით მუშაობა, ხშირად, ორგანიზაციის მუშაკთა პროფკავშირსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შორის უთანხმოების საბაბი ხდება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში. მიუხედვად იმისა, რომ პროფკავშირთა უმეტესობა აღიარებს დამქირავებლის უფლებას, განახორციელოს გარე საკონტრაქტო ურთიერთობა, განსაკუთრებით, თუკი ადგილობრივი კადრები საჭირო სპეციფიკურ ცოდნასა და უნარებს არ ფლობენ ან ადგილზე არ მოიპოვება საჭირო ინვენტარი, ან აღჭურვილეობა, ეს პროცესი, მაინც მტკივნეულად აღიქმება პროფკავშირების მიერ.

პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან იმ საქმის შესრულებას, რომელიც ორაგანიზაციის სამუშაო ძალის მიერაც შეიძლება განხორციელდეს, გარე საკონტრაქტო მექანიზმების მოზიდვის გარეშე. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს პროცესი, თუკი სამუშაო ნორმალურად სრულება ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ და ის გარე კონტრაქტის საშუალებით ისეთ ფირმას ან კომპანიას გადაეცემა, რომელიც დაბალ ხელფასს იხდის და/ან არასტანდარტულ სამუშაო პირობები აქვს თანამშრომლებისთვის, ან თუ ასეთი ქმედება გამოიწვევს ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლის შემოსავლის კლებას, ან გათავისუფლებას. ამ დაძაბულობის მიუხედავად, დღეს გარე საკონტრაქტო ურთიერთობების გზით მუშაობა ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა საჯარო სექტორის პრივატიზებისა და საჯარო სექტორის საზღვრების შემცირებისთვის.

***  

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: