ხეიბრის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Crip Theory

ხეიბრის თეორია არის თეორიული მოძრაობა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ჯანსაღი სხეულის ანუ ეიბლისტურ (ინგ. ableism) ნორმას. ხეიბრის თეორია ერთმანეთთან აახლოებს ქვიარ თეორიას და შეზღუდული შესაძლებლობის კვლევას იმ აზრით, რომ აკრიტიკებს და ებრძვის ასიმილაციონისტურ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა საზოგადოებრივ ნორმებში ინტეგრირებას და არა ამ ნორმებთან დაპირისპირებას. ხეიბრის თეორია შეზღუდული შესაძლებლობების პრობლემატიკის შესწავლისას იშველიებს მრავალგანზომილებიან ანალიტიკურ მოდელს და ცდილობს, შეზღუდული შესაძლებლობების წარმოება ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის ურთიერთკვეთაში დაინახოს. მაგალითისთვის, შეგვიძლია გამოვყოთ ჰეტეროსექსუალური, პროდუქტივისტული და ჯანსაღი სხეულის ნორმების ურთიერთკვეთა, რომლის ძალითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი სტერეოტიპულად მიიჩნევა ერთდროულად ასექსუალად და შრომისთვის შეუფერებლად. „კრიტიკულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე“ (ინგ. severely disabled) ადამიანის ცნებას ხეიბრის თეორია განიხილავს არა ფიზიკური თვისებების აღმწერ ცნებად, არამედ, პირველ რიგში, მარგინალურ იდენტობად, რომელიც იმის გამო, რომ შეუძლებელია მისი დომინანტურ ნორმებში ინტეგრირება, შეიცავს პოტენციას, რომ პოლიტიკურ ძალად იქცეს თავად ამ ნორმების წინააღმდეგ ბრძოლაში და მათი შეზღუდულობა აჩვენოს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Crip Theory: Cultural Signs of Queerness and Disability, Robert McRuer

კატეგორია: 
ავტორები: