კულტურული მიმდინარეობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cultural Perspective

მიდგომა, რომელსაც ქცევის მიზეზებისა და შედეგების კროსკულტურული სხვაობები აინტერესებს.

ეს მიმართულება მნიშვნელოვანი პასუხია კრიტიკაზე, რომ ფსიქოლოგიური კვლევა ხშირად ზედმეტად ეყრდნობა ადამიანის ბუნების გაგების დასავლურ კონცეფციებს და მხოლოდ თეთრკანიანი, საშუალო კლასის ამერიკელებს შეისწავლის.

კულტურული ძალების სათანადოდ გათვალისწინება ერთი და იმავე ერის შიგნით ჯგუფების შედარებასაც გულისხმობს. მაგალითად, მკვლევრები შეიძლება სწავლობდნენ კვებით აშლილობებს ამერიკელ თეთრკანიანებსა და აფრო-ამერიკელებში. ასევე, შეიძლება შეფასდეს, როგორ მოქმედებენ კულტურული ძალები სხვადასხვა ერსა თუ კულტურის ფარგლებში, მაგალითად, შეიძლება ერთმანეთს შედარდეს მორალური მსჯელობების თავისებურებაში აშშ-სა და მაროკოში. კროსკულტურული ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს აინტერესებთ, ყველა ადამიანზე ვრცელდება არსებული თეორიები თუ უფრო ვიწრო, სპეციფიკურ პოპულაციებზე.

კულტურული მიმდინარეობა ფსიქოლოგიური კვლევის თითქმის ყველა სფეროს ეხება. ასე მაგალითად, მის ინტერესებში შედის იმის შესწავლა, რამდენად ზემოქმედებს კულტურა ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაზე; რამდენად განაპირობებს სამეტყველო ენა სამყაროს აღქმას; როგორ ზემოქმედებს კულტურული გარემო ბავშვის განვითარებაზე; როგორ მოქმედებს ამა თუ იმ კულტურაში არსებული დამოკიდებულებები და განწყობები მოხუცებულობის ასაკის გამოცდილებაზე; რამდენად განაპირობებს კულტურა საკუთარი თავის აღქმას; რამდენად ახდენს გავლენას ადამიანის მიერ ემოციების გამოხატვის გზებზე; მოქმედებს თუ არა იმაზე,  რა ქცევებს განახორციელებს ინდივიდი; არის თუ არა კულტურის როლი იმაში,  რამდენად განიცდიან ადამიანები ფსიქოლოგიურ აშლილობებს.

ამ და მსგავსი კითხვებზე პასუხების ძიებაში კულტურული მიმდინარეობა ხშირად ისეთ ცოდნას გვაძლევს, რომელიც სხვა მიმართულებების მიერ წამოყენებულ თეზისებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, მკვლევართა აზრით ფროიდის თეორიის მრავალი ასპექტი არ მიესადაგება გასული საუკუნის დასაწყისის ვენის კულტურისგან შორს მდგომ საზოგადოებებს. ამგვარი იდე ჯერ კიდევ ანთროპოლოგმა ბრონისლავ მალინოვსკიმ გამოთქვა 1927 წელს და ფროიდის მამაზე ცენტრირებული თეორია ახალი გვინეის მაგალითზე გააკრიტიკა, სადაც ოჯახები დედაზეა ცენტრირებული.

ამ მიმართულების წარმომადგენლები თვლიან, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს კულტურის თავისებურებები და კულტურული განსხვავებები, როცა ადამიანების გამოცდილების შესახებ დასკვნების განზოგადებას ვახდენთ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: