დეიდეოლოგიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
De-ideologization

ცნება, რომელმაც გააერთიანა XX ს–ის 50–იან წლებში დასავლეთში ფართოდ გავრცელებული სოციალურ–ფილოსოფიური კონცეფციები „იდეოლოგიების დასასრულის“ და მისგან თავისუფალი, წმინდა მეცნიერების შექმნის შესახებ. მას მხარს უჭერდნენ და ავითარებდნენ დასავლეთის ცნობილი მეცნიერები: ტ. პარსონსი, ე. შილზი, დ. ბელი, ს. ლიპსეტი, ლ. არონი და სხვა. დ–ის თეორიის წინამორბედ თეორეტიკოსებად შეიძლება ჩაითვალონ ო. კონტი, გ. რიკერტი, ე. დიურკემი და სხვ. კონცეფციის შინაარსი საკმაოდ ეკლექტიკურ ხასიათს ატარებს. მისი თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მ. ვებერის, კ. მანჰეიმის, ტ. პარსონსის იდეებმა, ხოლო ეკონომიკური საფუძვლები აგებული იყო ინდუსტრიული საზოგადეობისა და კონვერგენციის თეორიის დებულებებზე. დემოკრატიის პირობებში სხვადასხვა სოციალური ჯგუფები თავიანთ უფლებებს კანონიერი გზით იცავენ სხვადასხვა დონის სახელისუფლებო ორგანოებში (უმაღლესი ორგანოების ჩათვლით) წარმომადგენლობის საშუალებით. ამით საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევა ხდება და იდეოლოგიების ბრძოლის საჭიროება აღარ არის. მით უმეტეს, რომ დასავლეთის საზოგადოებაში კრახი განიცადა მემარცხენე იდეებმა, რადგან მათ სრულად ამოწურეს თავიანთი თავი. XX ს–ის 60–იან წლებში „ახალი მემარცხენეების“ ფართოდ გაშლილმა მოძრაობამ და სოციალურ–პოლიტიკურმა კონფლიქტებმა დ–ის კონცეფციის მთელი რიგი მომხრეები აიძულა გადაეხედათ თავინათი შეხედულებებისათვის და ისინი მცდარად ეღიარებინათ, განსაკუთრებით ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებში. თუმცა, გნოსეოლოგიურ ჭრილში სოციალური ცოდნის ობიექტურობის პრობლემების გადაჭრის მცდელობები გრძელდება. 70–იან წლებში კვლავ წარმოიქმნა მეცნიერებისა და იდეოლოგიის შეთავსებადობის საკითხი, ახლა უკვე რეიდეოლოგიზაციის კონცეფციის ბაზაზე. მისი მომხრეები თვლიან, რომ იდეოლოგიისათვის მიუღებელია ჭეშმარიტებისა და ობიექტურობის კრიტერიუმები; საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობა საზოგადოების წევრებზე იდეოლოგიის ზემოქმედების ხარისხიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს კულტურის ფარგლებში.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: