დენდრიტები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Dendrites

დენდრიტები (ბერძ. “dendron” - ხე, „ხესავით დატოტვილი“) ნეირონის მოკლე, დატოტვილი მორჩებია, რომლებიც შემოსულ ინფორმაციას იღებენ. მათი ძირითადი ფუნქციაა სენსორული რეცეპტორებიდან ან სხვა უჯრედებიდან სტიმულაციის მიღება. ერთი ნეირონის დენდრიტები სხვა ნეირონს სინაფსების მეშვეობით უკავშირდებიან.

დენდრიტები ყველა ნერვულ სისტემაშია აღმოჩენილი. ამასთან, არსებობს დენდრიტების უამრავი ვარიაცია როგორც სახეობათა შიგნით, ასევე — მათ გარეთ. ასეთი მრავალფეროვნება დენდრიტების კონკრეტულ ფუნქციურ როლებთან ადაპტაციის მაჩვენებელია. განურჩევლად მათი ნაირსახეობისა, ყველა ტიპის დენდრიტს ერთნაირი ბაზისური მოლეკულური სტრუქტურა, უჯრედის ბიოლოგია და ბიოფიზიკა აქვს. ამასთან, არსებობს განსხვავებები ფორმის, მოლეკულის შემადგენლობის, ინტეგრაციული თვისებებისა და მოქმედების პოტენციალის გადაცემის უნარის მიხედვით. ასე მაგალითად, არსებობს დენდრიტები, რომლებიც ერთმანეთისგან ზომით განსხვავდებიან, ზოგიერთი მათგანი ზომაში მატულობს, თავის ტვინის ზრდასთან ერთად, ზოგიერთი უცვლელი რჩება.

  

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Wittenberg GM, Wang SS. (2006) Malleability of spike-timing-dependent plasticity at the CA3-CA1 synapse. J Neurosci. 26: 6610-07.

კატეგორია: 
ავტორები: