დესპოტიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Despotism

ერთი პირის შეუზღუდავი ხელისუფლების ფორმა. შესაბამისი მნიშვნელობით დესპოტის ტიტულს ატარებდნენ ბიზანტიის იმპერატორები. ძველი ბერძნები „დესპოტს“ არათავისუფალი ქვეყნის მმართველს უწოდებდნენ. თეორიული აზრის განვითარების კვალად, თანადათანობით შეიცვალა ტერმინის მნიშვნელობაც. პირველად არისტოტელემ გამიჯნა ერთმანეთისაგან სპარსული დესპოტია და ბერძნული ტირანია. ტირანია ხანმოკლეა და მთლიანად ძალადობას ემყარება, მაშინ როდესაც აღმოსავლური დესპოტია სტაბილური რეჟიმია იმ ხალხისა, ვინც არც იცის სხვაგვარი მმართველობის წესი. შესაბამისად, აღმოსავლური დესპოტია ემყარება არა იმდენად ძალადობას, რამდენადაც ხალხის თანხმობას და, ტირანიისგაან განსხვავებით, ლეგიტიმურია, დ. როგორც სპეციფიკურად აღმოსავლური მმართველობის სახე, მონტესკიეს მიერ გვიან კიდევ უფრო გაიმიჯნა დასავლური აბსოლუტისტური რეჟიმებისაგან, რომელთა მონარქები, როგორი რეპრესიული ხასიათიც უნდა ჰქონოდა მათ მმართველობას, ყოველთვის მართავდნენ (თუნდაც, საკუთარ ნებას დაქვემდებარებული, მაგრამ მაინც არსებული) კანონის შესაბამისად. ბევრ თანამედროვე თეორიაში ტერმინი დ. ნეგატიური მნიშვნელობით – გადაჭარბებული ძალაუფლების აღმნიშვნელად გამოიყენება.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: