პირდაპირი დემოკრატია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Direct Democracy

წარმომადგენლობითი დემოკრატიისგან განსხვავებით, პირდაპირი დემოკრატია მმართველობის ისეთი სისტემაა, სადაც გადაწყვეტილებები ხალხის მიერ პირდაპირი წესით მიიღება. მას ხშირად მოიხსენიებენ „ჭეშმარიტი დემოკრატიის“ სახელით და ხაზს უსვამენ, რომ ხალხი ასეთი მმართველობის პირობებში თავად იღებს გადაწყვეტილებას იმ კანონებისა და პოლიტიკის კურსების შესახებ, რომლითაც იმართება. პირდაპირი დემოკრატია ეწინააღმდეგება ისეთ პრაქტიკებს, როცა საბოლოო გადაწყვეტილებებს მხოლოდ საჯარო ინსტიტუციების წარმომამდგენლები იღებენ. პირდაპირი დემოკრატიის მაგალითია ანტიკური საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და ახალი ინგლისის საქალაქო შეხვედრები. უფრო თანამედროვე ფორმით პირდაპირი დემოკრატია ასოცირდება ისეთ მექანიზმების გამოყენებასთან როგორიცაა რეფერენდუმი, ვეტოს უფლება, პეტიციები და სხვა. სხვადასხვა ქვეყანა დღეს პირდაპირი დემოკრატიის სხვადასხვა ფორმას მეტ-ნაკლებად იყენებს, რითაც საჯარო ინსტიტუციების მიერ წარმოებული პოლიტიკის გადაწყვეტილებებს დელიბერაციულ ხასიათს ანიჭებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: