დისოციაციური აშლილობები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Dissociative Disorders

ფსიქოლოგიური აშლილობების ჯგუფი, რომელიც ცნობიერების, მეხსიერების, იდენტობის, ემოციის, აღქმის, სხეულის აღქმის, მოტორული კონტროლის ან ქცევის დარღვევით და/ან წვეტით ხასიათდება. დისოციაციურ სიმპტომებს ფსიქოლოგიური ფუნქციონირების ნებისმიერი სფეროს დარღვევა შეუძლიათ. დსმ-5-ის მიხედვით, დისოციაციურ აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნება იდენტობის დისოციაციური აშლილობა, დისოციაციური ამნეზია და არასპეფიციკური დისოციაციური აშლილობა.

ტერმინი „დისოციაცია“ ფრანგი ფილოსოფოსისა და ფსიქიატრის პიერ ჟანეს სახელს უკავშირდება. ის გარკვეული პერიოდი შარკოსთან ერთად პარიზის სალპეტრიერის კლინიკაში მუშაობდა და ისტერიისა და სხვა სახის ნევროზების დროს ფსიქიკური ინტეგრაციისა და სენსორული აღქმის ასპექტებს იკვლევდა. ასეთი ინტეგრაციის დარღვევის აღსაწერად იგი იყენებდა ტერმინს „desagregation psyhologique“ ანუ დისოციაცია. გარკვეული პერიოდის მანძილზე ჟანეს იდეები ძალზე გავრცელებული იყო, მაგრამ შემდგომში მისი თეორია ფროიდის იდეებმა დაჩრდილეს.

1970-იან წლებში კვლავ განახლდა დისოციაციისადმი ინტერესი. ამის მიზეზი ფსიქოლოგიური ტრავმის ეფექტის შესწავლა იყო, რომელიც განსაკუთრებით ვიეტნამის ომის ვეტერანებს აღენიშნებოდათ. კვლევებმა გამოავლინა ისეთი სიმპტომები, რომლებიც ტრავმული მოვლენების საპასუხოდ აღმოცენდება და დადგინდა, რომ მათ საერთო საფუძველი, კერძოდ, დისოციაციური მექანიზმი აქვთ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, დადგინდა დისოციაციური სიმპტომები და დისოციაციური აშილობები ცალკე კატეგორიად გამოიყო.

დისოციაციური სიმპტომებია სუბიექტური სიცარიელის განცდა, რეალობიდან განსვლა, გარემოს სრულყოფილად აღქმის უნარის დაქვეითება, მეხსიერების ფრაგმენტაცია ან დაკარგვა, დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია. ეს სიმპტომები განიცდება, როგორც (ა) ცნობიერებასა და ქცევაში უეცარი შეჭრები, რომლებსაც ან სდევს სუბიექტური განცდის უწყვეტობის დაკარგვა (ანუ „პოზიტიური“ დისოციაციური სიმპტომები, როგორებიცაა იდენტობის ფრაგმენტაცია, დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია) და/ან (ბ) ჩვეულებრივ ვითარებაში ხელმისაწვდომი ან კონტროლირებადი ინფორმაციისადმი წვდომის ან ფსიქიკური ფუნქციების კონტროლის უნარის არქონა (ანუ „ნეგატიური“ დისოციაციური სიმპტომები, როგორიცაა ამნეზია).

  1. დისოციაციური აშლილობები ხშირად ტრავმის შემდეგ ვლინდება და ბევრ სიმტომზე, სიმპტომების არსებობით გამოწვეული სირცხვილისა და დაბნეულობის და/ან მათი დამალვის სურვილის ჩათვლით, ტრავმასთან სიახლოვე ახდენს გავლენას. დსმ-5-ში დისოციაციური აშლილობები ტრავმასა და სტრესორებთან დაკავშირებული აშლილობების შემდეგ არის წარმოდგენილი, რაც ამ დიაგნოსტიკურ კლასთან სიახლოვეს ასახავს. ისეთი დისოციაციური სიმპტომები, როგორებიცაა ამნეზია, დეპერსონალიზაცია/დერელაციზაცია, ემოციური გაშეშება და ფლეშბექები მწვავე სტრესული აშლილობისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს გვხვდება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Semple, D., Smyth, R. (2009). Oxford Handbook of Psychiatry, 2nd ed. Oxford University Press, Oxford, New York.

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England. 

კატეგორია: 
ავტორები: