დისტანცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Distance

მიესადაგება რეალურ, ფიზიკურ მანძილს, რომელიც მოვლენათა (საგანთა) არაერთგვაროვნების ან გათიშულობის აზრობრივი გაზომვის ფუნქციას ასრულებს. სოციალურ მეცნიერებებში შემოვიდა ეთნოლოგიის სფეროდან, კერძოდ, პროქსემიკიდან, რომელიც ადამიანებს შორის დამოკიდებულებებს მათ შორის სივრცული მიმართებების მეშვეობით აღწერს. სოციალურ მეცნიერებებში დ-სთან დაკავშირებული რამდენიმე ტერმინი არსებობს: ფსიქოლოგიური დ. - ადამიანთა განკერძოების რაღაც დონე, რომელიც, ჩვეულებრივ, ურთიერთქმედებაში გაჩენილ სირთულეთა შესახებ მსჯელობებით გამოიხატება; სოციალური დ. - ასახავს საზოგადოებაში ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის დაშორების ხარისხს; ძალაუფლებრივი დ. – საზოგადოების „დაბალი ფენების“ დამოკიდებულება სოციალური უთანასწორობისადმი; სახალხო დ. - ფიზიკური სივრცე, რომელსაც ადამიანები ინარჩუნებენ ერთმანეთს შორის სახალხო მოღვაწეობის დროს (მაგალითად, ლექციის კითხვისას). სოციალური და ფსიქოლოგიური დ-ის ცნებები საკმაოდ რთული ცნებებია. ისინი ასახავს პირადი და სოციალური ურთიერთქმედების მოდელს; ადამიანებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის სიახლოვის, ერთმანეთის ღირბულებებისა და იდეალები მიმართ ორმხრივი სიმპათიების ხარისხსს; ემოციური თანაზიარობის არარსებობას, წინასწარგანზრახული მიუკერძოებლობის პოზას, რაც რეალობაში ურთიერთქმედებისთვის ბარიერებს (ზოგჯერ გადაულახავს) ქმნის და სხვ. ფსიქოლოგიური და სოციალური დ-ის ინდიკატორებია: ა) საზოგადობის რომელიმე ფენის მისაწვდომობა სხვა ფენის ადამიანისა თუ ჯგუფებისათვის; ბ) უთანასწორობის შინაგანი შეგრძნება, რომელიც ინდივიდს ან ჯგუფს აქვს საზოგადოების რაღაც ნაწილის მიმართ - ჩვეულებრივ მისი ინდიკატორია ის, თუ რამდენად სიამოვნებს ადამიანს სხვა ადამიანთან (ფსიქოლოგიური დ.) ან სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთან (სოციალური დ.) ურთიერთობა. ძალზე ხშირად სოციალურ მეცნიერებებში გამოიყენება ტერმინები „ჰორიზონტალური დ“. და „ვერტიკალური დ“. იმის აღსანიშნავად, ადამიანები ერთსა და იმავე სოციალურ-ეკონომიკურ კლასებს ეკუთვნიან თუ სხვადასხვას.

კატეგორია: 
ავტორები: