დრამატურგიული მიდგომა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Dramaturgical Approach

სოციოლოგიური მოდელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სუბიექტურზე, ინდივიდუალურზე - ადამიანთა სოციალურ ქმედებებზე. ასეთ მოდელში საზოგადოება წარმოადგენს „სცენას, რომელიც დასახლებულია ცოცხალი მსახიობებით“. სოციალური სამყაროს ეს სურათი ითვალისწინებს სოციალური ურთიერთქმედების ინდივიდუალურ ასპექტს და ადამიანის უნარს - შეიტანოს სუბიექტური აზრები, მნიშვნელობები და ინტერპრეტაციები კონკრეტულ სოციალურ სიტუაციებში, რომლებშიც ის მონაწილეობს. დ.მ-ის თანახმად, კვლევის ობიექტს წარმოადგენენ ინდივიდები, როგორც სოციალური როლების შემსრულებლები. დ. მ. დაკავშირებულია ერვინ გოფმანის (Erving Goffman), ცნობილი ამერიკელი სოციოლოგის, სიმბოლური ინტერაქციონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის სახელთან. დ.მ-ის არსი ისაა, რომ სოციალური ცხოვრება, კერძოდ, ინდივიდების ურთქმედებები გაანალიზებულია თეატრთან ანალოგიების, მასთან დაკავშირებული მეტაფორების გამოყენების საშუალებით. დ.მ. სოციალურ ურთიერთქმედებას შეისწავლის ისე, თითქოს მასში მონაწილე ინდივიდები მსახიობები არიან სცენაზე, შესაბამისი დეკორაციებითა და რეკვიზიტებით. დ.მ-ის მოდელის გამოყენება სოციალური ურთიერთქმედების ეფექტური შესწავლის საშუალებას იძლევა. იდეა, რომ მთელი სამყარო არის სცენა და ყველა ადამიანი მსახიობია, არახალია. მას დიდი ხნის ისტორია აქვს, დაწყებული ანტიკური პერიოდიდან. თანამედროვე სოციოლოგიაში ეს საკითხი ყველაზე ღრმად ე. გოფმანმა შეისწავლა. იგი თვლის, რომ სოციალური ცხოვრების ყოველდღიურობა სიტუაციური, ხანმოკლე კონტაქტებისაგან შედგება. ადამიანები ურთიერთქმედების პროცესში გარკვეულ სპექტაკლს დგამენ ერთმანეთისთვის (ანუ თამაშობენ ერთმანეთის წინაშე) და ცდილობენ შთაბეჭდილებების „დრამატურგიულ დადგმას“. მსგავსად მსახიობებისა სცენაზე, სოციალური აქტორები სოციალური როლების შესრულებისას ცდილობენ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ მათთან ურთიერთობაში ჩაბმულ ინდივიდებზე და დააკმაყოფილონ მათი მოლოდინი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ საშუალებებს, რომლებიც განაპირობებენ სოციალური როლების შესრულებას, აგრეთვე შთაბეჭდილებების შექმნასა და კონტროლს. დ.მ-ის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტებია: 1. მაყურებლისათვის გათვალისწინებული თამაში (როლის შესრულება), ერთმანეთის წინაშე როლების თამაში განსაზღვრავს კომუნიკაციის ხარისხს თანამედროვე საზოგადოებაში. აქტორები ცდილობენ, ისე შეასრულონ თავიანთი როლები, რომ სხვებზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინონ და ის შემდეგშიც შეინარჩუნონ. „შთაბეჭდილების შექმნის“ პოცესი დ.მ-ის მთავარი არგუმენტია. 2. დ.მ-ის გამოყენებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა წარმოდგენა იმ საშულებებზე, რომლებსაც კომუნიკაციის მონაწილეები იყენებენ (ლინგვისტური კომუნიკაცია, სხეულის, ჟესტების, გარეგნობის - პიროვნებათაშორისი კომუნიკაციის სიმბოლური საფუძვლის - ენა, საგნობრივი გარემოს შექმნა, მოქმედების ადგილის განსაზღვრა და ა.შ.). ამ საშუალებებს ადამიანები იმისთვის იყენებენ, რომ სიტუაცია გააკონტროლონ და „კარგი თამაშის“ შთაბეჭდილება შექმნან. დრამატურგიული ტერმინოლოგიით, ეს არის სცენური წარმოდენის (სანახაობის) „წინა პლანის“ (ანუ „ფასადის“) შექმნა. 3. იქ, სდაც არის „წინა პლანი,“ აუცილებლად უნდა იყოს „კულისებსმიღმა წარმოდგენა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოდუნება, დასვენება, ნიღბების მოხსნა და ბუნებრივად მოქცევა. როგორც თეატრში, ისე სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში არსებობს მკაფიო განსხვავებები „წინა პლანსა“ (თავად სცენასა) და „უკანა პლანს“ (კულისებსმიღმა წარმოდგენას) შორის. შესაბამისად, როგორც მსახიობების, ისე სოციალური აქტორების მოქმედებები სცენაზე და კულისებს მიღმა განსხვავებულია. სოციალური აქტორები ცდილობენ, შეინარჩუნონ ფასადი და გარეშე თვალს დაუმალონ კულისებსმიღმიერი რეალური სურათი. თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანები უამრავ განსხვავებულ როლს თამაშობენ. სხვადასხვა სიტუაციისა და ურთირთქმედების დროს ისინი ხშირად განსხვავებულ საშუალებებს იყენებენ. როგორც თეატრში, ყოვედღიურ ცხოვრებაშიც სხვადასხვა მონაწილის „პარტიები“, როლები შეიძლება ერთნაირი იყოს, მაგრამ სხვადასხვა ოსტატობით შესრულდეს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს სუბიქტურ მხარეს, იგი განაპირობებს როლების შესრულების ხარისხს. ამგვარად, სოციალური როლები თეატრალური როლების ანლოგიურია.

კატეგორია: 
ავტორები: