ეგოცენტრიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Egocentrism

ბავშვის მიერ სხვა ადამიანის თვალსაზრისის გაზიარების უნარის არქონა. ჟ. პიაჟეს მიაჩნდა, რომ კოგნიტური განვითარების წინაოპერაციულ სტადიაზე ბავშვის აზროვნება ხასიათდება იმით, რომ ბავშვი მოვლენების აღქმასა და ინტერპრეტაციას ახდენს მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან და არ შეუძლია გაითვალისწინოს, რომ სხვა ადამიანთა თვალსაზრისი შეიძლება განსხვავებული იყოს.ის დარწმუნებულია, რომ სხვებიც ისევე ხედავენ, ესმით და გრძნობენ, როგორც თვითონ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სხვა ბავშვებთან თამაშის დროს. ორი წლის ასაკის ბავშვები თამაშისას უფრო ხშირად საკუთარ თავთან საუბრობენ, ვიდრე გარშემომყოფებთან. პიაჟეს მიერ ეგოცენტრიზმის დემონსტრირების ყველაზე ცნობილი მეთოდიკა ბავშვისთვის მთის სამგანზომილებიანი  მაკეტის ჩვენებას მოიცავს.ბავშვი ზის მაგიდასთან, რომელზეც მოთავსებულია მთის მაკეტი და მას აჩვენებენ სხვადასხვა კუთხიდან გადაღებულ მთის მაკეტის ფოტოებს. თავდაპირველად, მას სთხოვენ აირჩიოს ფოტო,  რომელშიც მთა მისი ადგილიდან ჩანს, ხოლო შემდეგ სურათი მთის მაკეტის ისეთი გამოსახულებით, რომელსაც მის მოპირდაპირე მხარეს მჯდომი თოჯინა ხედავს. ბავშვები პირველ დავალებას წარმატებით ართმევენ თავს, მაშინ როცა უჭირთ დავალების მეორე ნაწილის შესრულება, რაც სწორედ მათ მიერ სხვა ადამიანის თვალსაზრისის გაზიარების უნარის არქონით აიხსენება.

ადრეული ბავშვობის ეგოცენტრიზმი მოზარდობის ასაკში კვლავ იჩენს თავს, ოღონდ განსხვავებული ფორმით. განასხვავებენ მოზარდობის ეგოცენტრიზმის ორ ფორმას (ელკინდი, 1967). წარმოსახვითი აუდიტორია (imaginary audience) - როცა მოზარდი მუდმივად „სცენაზე“ გრძნობს თავს და დარწმუნებულია, რომ გარშემო ყველა  ისევე დაინტრესებულია და ისეთივე კრიტიკულია მის მიმართ, როგორც თავად თვითონ. მაგალითად, მოზარდი გოგონა, რომელმაც რამოდენიმე საათი დახარჯა მაკიაჟზე, რომ სახეზე გამონაყრი დაეფარა, თვლის, რომ პეამანზე ბიჭი მას თვალს  სწორედ ამის გამო არიდებს.  მაშინ როცა საკუთარ თავზე მსგავსადვე ცენტრირებული მოზარდი ბიჭი თავს შეიძლება იმის გამო აბრუნდებდეს, რომ თვლიდეს გოგონა მისი პირიდან ამოსული არასასიამოვნმო სუნის გამო აბრუნებს თავს. მოზარდობის ეგოცენტრიზმის მეორე სახეს პიროვნული ფაბულა (personal fable) ეწოდება, რაც საკუთარი თავისა და აზროვნებისა და განცდების უნიკალურობას გულისხმობს. მაგალითად, პირველ სიყვარულში იმედგაცრულებულ მოზარდს ეჩვენება, რომ ადამიანის ისტორიაში ასე მტკივეულად არავის განუცდია წარუმატებლობა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

Крайг Г., Бокум Д. (2005). Психология развития. СПб.: Питер.

Shaffer, D. (2009) Social and Personality Development. Wadsworth.

კატეგორია: 
ავტორები: