უფლებამოსილების გადაცემა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Empowerment

უფლებამოსილების გადაცემაში იგულისხმება: 1. ადამიანისა ან ორგანიზაციისათვის ფორმალური ავტორიტეტის მინიჭება. მენეჯერებისათვის მეტად ადვილია ტრადიციული ავტორიტარული დომინანტური ძალაუფლების მოპოვება დაქვემდებარებულების კონტროლისა და დასჯისათვის; უფრო რთულია არსებული ძალაუფლების პოზიტიური შედეგის მისაღწევად გამოყენება. ეს უკანასკნელი ფორმალურზე უფრო მეტად არაფორმალურადააშეძენილი, ხშირად სხვებზე უფლებამოსილების გადაცემის გზით. აქედან გამომდინარე, იქმნება პარადოქსი, რომ მენჯერებს თავიანთი ძალაუფლების გაღრმავება შეუძლიათ ამავე ძალაუფლების გაცემით. სხვებზე უფლებამოსილების გადაცემით, ლიდერები იძენენ „პროდუქტიულობის ძალას“- ძალას, რომელიც ორგანიზაციული მიზნების მიღწევისათვისაა საჭირო. მენეჯერები, რომლებიც მოვალეობის დელეგირებას ვერ ახერხებენ, არ ენდობიან ან უფლებამოსილებას არ გადასცემენ დაქვემდებარებულებს, უფრო და უფრო სუსტდებიან და, შესაბამისად, უფრო და უფრო არაკომპეტენტური ხდებიან, როცა ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მოიხვეჭონ. 2. სიღარიბის საწინააღმდეგო პროგრამის კონტექსტში, მაგალითად, ღარიბებისათვის თავიანთი ცხოვრების განკარგვის უფლების გადაცემა. საზოგადოებრივი საცხოვრებლის მდგმურებისათვის მათი სახლის მართვის ან ყიდვის უფლების გადაცემა. 3. რეფერენდუმიც ამომრჩეველზე უფლებამოსილების დელეგირების ფორმაა, რომლის პირობებშიც რეფერენდუმზე გამოტანილ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზური უფლება სწორედ ხმის უფლების მქონე მოქალაქეებს ენიჭებათ. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: