დამატებითი ცვლადები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Extraneous Variables

ექსპერიმენტში მონაწილე დამოუკიდებელი ცვლადებისაგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ცვლადი, რომელმაც ცდაში შეიძლება გავლენა იქონიოს დამოკიდებულ ცვლადზე. ის შეიძლება, წარმოიქმნას ცდის პირების ისეთი მახასიათებლებისაგან, როგორებიცაა ინტელექტის დონე, შფოთვის დონე, მედიკამენტისადმი სენსიტიურობა, მოტივაცია, იმ ფიზიკური გარემოს ცვლილება, რომელშიც ტარდება ექსპერიმენტი, ექსპერიმენტული პროცედურის ვარიაცია და ა.შ. აუცილებელია დამატებითი ცვლადების კონტროლი (გავლენის ნიველირება) იმაში დასარწმუნებლად, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ჯგუფებს შორის ნაპოვნი ნებისმიერი განსხვავება მხოლოდ დამოუკიდებელი ცვლადებით მანიპულაციის შედეგია. მაგალითად, კვლევებში, სადაც მედიკამენტები გამოიყენება, მონაწილეობს ცდის პირთა ორი ჯგუფი. პლაცებოს კონტროლი სამკურნალო პირობების სიმულაციაა-ცდის პირების ერთ ჯგუფს (საკონტროლო ჯგუფი) მიეწოდებათ აბი, რომელიც არ შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, მეორეს (ექსპერიმენტული ჯგუფი) სამკურნალო აბი. ამრიგად, ორივე ჯგუფს პლაცებოს და ექსპერიმენტულს მიეწოდებათ აბი. თუ აბს მისცემენ მხოლოდ ექსპერიმენტული ჯგუფის ცდის პირებს, მაშინ ადამიანები შეიძლება განსხვავებულად მოიქცნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მედიკამენტის ზემოქმედებას ელოდებიან. ასეთ დროს ამბობენ, რომ ექსპერიმენტი შერეული ხდება ანუ წარმოიშობა დამატებითი ცვლადის ეფექტი.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: