კინოს ფემინისტური თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Feminist Film Theory

ფემინიზმმა, როგორც სოციალურმა მოვლენამ, დიდი გავლენა მოახდინა კინოს თეორიასა და კრიტიკაზე. ფემინისტები კინოს უყურებენ, როგორც კულტურულ არტეფაქტს, რომელიც წარმოადგენს და ქმნის მითოლოგიას ქალისა და ქალურობის, ისევე, როგორც მამაკაცისა და მამაკაცურობის შესახებ. კინოს ფემინისტური თეორიისთვის საკვანძო საკითხებია რეპრეზენტაცია და მაყურებლის თვალთახედვა. ადრეული ფემინისტური კრიტიკა მიმართული იყო ჰოლივუდის ნარატიულ ფილმებში წარმოჩენილ ქალის სტერეოტიპზე. ამ ფიქსირებულ და ხშირად გამეორებულ რეპრეზენტაციებში ფემინისტი კრიტიკოსები ხედავდნენ ობიექტივაციას, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა ქალ მაყურებელზე. აქედან გამომდინარე წამოვიდა მოწოდება პოზიტიური რეპრეზენტაციებისკენ. თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა, რომ მხოლოდ პოზიტიური რეპრეზენტაციები ვერ შეცვლიდა ფილმის ძირეულ სტრუქტურას. საპასუხოდ ფემინისტები შეეცადნენ, პატრიარქალური წარმოსახვითი წესრიგის ყოვლისმომცველ პერვერსიულ ძალაუფლებას ჩასწვდომოდნენ ისეთი სტრუქტურალისტური თეორიული მიდგომებით, როგორებიცაა სემიოტიკა და ფსიქოანალიზი. ფემინისტი მკვლევრები ათწლეულების განმავლობაში ანალიზისთვის აქტიურად იყენებდნენ ფსიქოანალიზს, როგორც დომინანტურ პარადიგმას. ფემინისტ მკვლევრებს ასევე აინტერესებთ ქალი რეჟისორების ფილმები და ის, თუ როგორ ხდება სხვადასხვა გენდერული საკითხის წარმოდგენა იმ შემთხვევაში, როდესაც კამერის უკან ქალია. განსაკუთრებით საინტერესოა ქალის მზერა, რომელიც მამაკაცურ მზერას უპირისპირდება და ქალს მოქმედ სუბიექტად აქცევს. ბოლო დროს ფემინისტური კრიტიკა გასცდა სექსუალური განსხვავების ბინარულობის დოგმას და ანალიზში შემოვიდა მრავალი იდენტობა. ეს ახალი პერსპექტივა მოიცავს ეთნიკურობის, რასის, მასკულინობისა და ჰიბრიდული სექსუალობების ანალიზსაც. კინოს ფემინისტური თეორიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან: ლორა მალვი, მერი ენ დოანი, ტერეზა დე ლორეტისი და სხვები.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Thornham, S. (ed), (1999). Feminist Film Theories a reader, New York University Press

კატეგორია: 
ავტორები: