პიროვნების განვითარების ფემინისტური თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Feminist Theory of Development

განვითარების თეორიის მიხედვით, გენდერის სოციალური კონსტრუირებულობა ქალების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია.

განვითარების თეორიის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფემინისტური ნამუშევრებია: ნენსი ჩოდოროუს „ობიექტი-ურთიერთობის თეორია“ (Object Relation Theory) და ქეროლ გილიგანის „მორალის თეორია“ (Moral Theory). ჩოდოროუს მტკიცებით, გენდერული როლების სოციალური განსაზღვრა გოგონებისა და ბიჭებისათვის სოციალიზაციის პროცესში მიღებულ სხვადასხვა გამოცდილებას უყრის საფუძველს. გილიგანის თეორია კი მორალური განვითარებულობის ნორმად მამაკაცური სტანდარტის მიჩნევას აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ასეთი თეორიები ქალისა და გოგონების გამოცდილებას უგულებელყოფს.

განვითარების სოციალური სწავლის თეორიის მიხედვით, მოზარდის მიერ საკუთარი სქესის უფროსებისა თუ თანატოლების ქცევაზე დაკვირვება ხელს უწყობს სტერეოტიპული გედნერული როლების განვითარებასა და გედერული სხვაობების დამკვიდრებას ქცევაში, რწმენებსა და ღირებულებებში.

განვითარების თეორია ხშირად მესამე მსოფლიოს ქვეყნების განვითარების კონტექსტში გამოიყენება. ნეოკოლონიალისტური ფემინისტური თეორიის მიხედვით, თანამედროვე განვითარების, პროგრესის პროცესებიდან, რომელიც ნაკარნახებია მდიდარი დასავლური სახელმწიფოებისაგან, ქალთა ჩართულობა მთლიანად უგულებელყოფილია და მათთვის სარგებლის მოტანის საპირისპიროდ ართმევს მათ ძალაუფლებას და მათი ჩაგრული მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

იხილეთ, აგრეთვე: ფსიქოანალიზური ფემინიზმი, ზრუნვის ეთიკა

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Belenky, M.F., Clinchy, B.M., Goldberger, N.R., and Tarule, J.M. (1986) Women's Ways of Knowing, New York, Basic Books.

Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, London, New York, Routledge, pp. 129

Connelly, P., Li, T.M., Macdonald, M., Parpart, J. (2000) Feminism and Development: Theoretical perspective, Ottawa, International Development Research Center, pp.51-161

Jordan, J. (1991) Empathy and Self Boundaries in J. V. Jordan, A. G. Kaplan, J. B. Miller, I. P. Stiver and J. L. Surrey (eds) Women's Growth in Connection, Writings from the Stone Center, New York, Guildford Press, pp. 67-80.

კატეგორია: 
ავტორები: