ფიგურა-ფონი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Figure-ground

ფიგურა ფონისგან განსხავებულ, საგნისმაგვარ, წინ წამოწეულ არეს ეწოდება ვიზუალურ ველში, ხოლო ფონი არის ვიზუალურ ველში არსებული სივრცე, რომელზეც ფიგურა დევს. ფიგურისა და ფონის აღქმა პერცეპტუალური ორგანიზაციის ფუნდამენტური, პრიმიტიული და მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ეს საშუალებას აძლევს ინდივიდს, მოწესრიგებულად და თანმიმდევრულად აღიქვას სენსორული ინფორმაცია. ფიგურისა და ფონის ერთმანეთისგან გამიჯვნის პროცესი სენსორული აღქმის პროცესის განუწყვეტელი და თანმდევი მოვლენაა, რომელიც გვხვდება როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში.

როგორც წესი, ფიგურის ფონიდან წინ წამოწეულად აღქმის ტენდენცია ძალიან ძლიერია და იმ შემთხვევებშიც ხდება, როდესაც ფიგურა რეალურად არ არსებობს (იხ. სურათი). ფიგურა-ფონის ორგანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტი ის ფაქტია, რომ ფიგურასა და ფონს შორის არსებული საზღვარი აღიქმება როგორც ფიგურის ნაწილი და არა ფონის. შედეგად, ფიგურა გამოიყურება როგორც საგნის მსგავსი და განსაზღვრული ფორმის მქონე. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს მის უფრო ახლოდან დანახვას. მაშინ, როცა ფონი უფრო მოშორებულად აღიქმება.

ფსიქოლოგებმა გამოყვეს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ფიგურა-ფონის მსგავს ორგანიზაციას უწყობს ხელს. ეს ფაქტორებია: სიმეტრია, ზომა, ამოზნექილობა, გარშემოწერილობა და შინაარსის ქონა.

ქვემოთ მოცემულ სურათში ნაჩვენებია ფიგურა-ფონის მაგალითი. პირველ გამოსახულებაში თქვენ, სავარაუდოდ ხედავთ ნაძვის ხეს ფონზე, რომელიც თეთრ ზედაპირზე მოცემულ რამდენიმე წითელ წრეს წარმოადგენს. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ფიგურა მხოლოდ 3 განცალკევებული ფიგურისა და ხაზებისგან შედგება. თქვენ ილუზორულად აღიქვამთ წინ წამოწეულ თეთრ სამკუთხედს, რადგან შავი გამოსაახუელბის კიდეები იმგვარად არის განლაგებული, რომ მთლიანი თეთრი სამკუთხედი გეჩვენებათ. მეორე სურათზე კი მოცემულია დასრულებული სამკუთხედის ილუზია, რომელიც მეორეს ადევს, თუმცა რეალურად არც ერთი არსებობს.

ასევე, საკმაოდ ცნობილია სხვა ორი მაგალითი: პროფილები, ლარნაკი და ახალგაზრდა ქალი-ასაკოვანი ქალი. როცა სურათზე პროფილებს ხედავს, ისინი ფიგურად იქცევა, თეთრი ლარნაკი კი ფონს ქმნის, ხოლო როცა თეთრ ლარნაკზე მიაპყრობთ ყურადღებას, შავი პროფილები მის ფონად გადაიქცევა. რაც შეეხება ქალბატონის სურათს, იმისდა მიხედვით, როგორ გადაალაგებთ პერეპტულ ხატში ელემენტებს ან ახალგაზრდა ქალბატონს დაინახავთ, ან — ასაკოვანს, მაგრამ ვერასოდეს შეძლებთ, ერთდროულად ორივეს ხედავდეთ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

Rajamanickam, M. (2010 ) Modern General Psychology, Second Edition (Revised and Expanded) Vol.2; Concept Publishing Company, New Dehli 

კატეგორია: 
ავტორები: