გენდერული იდენტობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Gender Identity

ფართო გაგებით გენდერული იდენტობა ინდივიდის მიერ საკუთარ თავში ქალური ან მამაკაცური საწყისის განცდას, საკუთარი სქესის მიღებასა და გაცნობიერებას გულისხმობს. გენდერული იდენტობის, როგორც ცნების, მნიშვნელობა დროის მსვლელობასთან ერთად რადიკალურად იცვლება და დღესდღეობით მეცნიერებს შორის  ისევ გრძელდება დებატები ამ ტერმინის განსაზღვრებისა და გამოყენების შესახებ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, მკვლევრების უმეტესობა სამგანზომილებიან კონცეფციას იყენებს, რომელშიც ერთმანეთისგან მკაფიოდ არის გამიჯნული გენდერული იდენტობა, გენდერული როლი და სექსუალური ორიენტაცია.

გენდერული იდენტობა  ფუნდამენტური განცდაა, რომელიც დაკავშირებულია რომელიმე სქესთან მიკუთვნებულობის შეგრძნებასთან. ასევე, დღემდე საკამათო საკითხად რჩება გენდერული იდენტობის წარმომქმნელი ფაქტორებისა და ამ ფაქტორების გავლენის ხარისხი გენდერული იდენტობის ფორმირებაზე. რამდენად არის გენდერული იდენტობა შინაგანი ცოდნა ან სოციალიზაციის პროცესში, კულტურულ მოლოდინებთან შესატყვისობაში  ჩამოყალიბებული ფენომენი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კლინიკურმა და განვითარების ფსიქოლოგებმა ცდების სერია ჩაატარეს.

კვლევებში გამოიყო ორი დამოუკიდებელი ჯგუფი - განვითარების ფსიქოლოგები იკვლევდნენ ტიპურ ბავშვებს, რათა გამოევლინათ სვადასხვა გენდერული ასპექტის გამოვლენის პერიოდი, ხოლო კლინიკური და განვითარების ფსიქოლოგების მეორე ნაწილი იკვლევდა ატიპურ ბავშვებს, იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის გენდერული იდენტობის ფორმირება დამოკიდებული ისეთ ბიოლოგიურ ფაქტორებზე, როგორებიცაა ქრომოსომები ან ჰორმონები. გარდა ზემოთქმულისა,  კვლევების ეს სერია მიზნად ისახავდა გაერკვია, რა შედეგებთან არის ასოცირებული ა) ისეთი გენდერული იდენტობის ფორმირება, რომელიც შესატყვისობაშია ინდივიდის ქრომოსომულ სქესთან ბ) რომელიც არ არის შესატყვისობაში ქრომოსომულ სქესთან.

მიღებულმა შედეგმა აჩვენა, რომ გენდერულ იდენტობაზე გავლენას ორივე ფაქტორი ახდენს - როგორც ბიოლოგიური, ასევე გარემო ფაქტორები. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: