იდეალური ტიპის ბიუროკრატია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Ideal Type Bureaucracy

გერმანელი სოციოლოგის მაქს ვებერის (Max Weber) მიერ ყველაზე სრულად განვითარებული ბიუროკრატიული ფორმის მქონე ორგანიზაციის, ძირითადი მახასიათებლების ექტრაპოლაცია. იდეალური სახის ბიუროკრატია არც რეალობაა და არც ნორმატიული ხასიათის მტკიცებულება; ეს მხოლოდ ძირითადი ცვლადების ან მახასიათებლების იდენტიფიკაციაა, რომელიც ბიუროკრატიას ახასიათებს. ასეთი მახასიათებლების არარსებობა მოცემულ ორგანიზაციაში არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაცია ბიუროკრატიული არ არის; ის შეიძლება უფრო მოუმწიფებელი ბიუროკრატია იყოს, ვიდრე სრულად განვითრებული. რაღაც ეტაპზე  ბიუროკრატიული მახასიათებლების ისეთი ნაკლებობა შესაძლოა დაფიქსირდეს, რომ ლოგიკურად ვეღარ მოიაზრო ამ ორგანიზაციის როგორც ბიუროკრატიულის არსებობა და არც მოლოდინი გქონდეს, რომ ბიუროკრატიული ქცევის ტენდენციებს გამოამჟღავნებს. 

ვებერის იდეალური ტიპის ბიუროკრატია შემდეგ მახასიათებლებს მოიცავს: (1) ბიუროკრატები პიროვნულად თავისუფალნი არიან; ისინი შეიძლება მართულნი იყვნენ მხოლოდ მათი სამსახურის არაპერსონალური ვალდებულეების მიერ. (2) ბიუროკრატები გადანაწილებულნი არიან მკვეთრი იერარქიული პრინციპის მიხედვით, ტრადიციული იერარქიული ჯაჭვის ფარგლებში, სადაც მათ აქვთ თავიანთი ცალსახად განსაზღვრული ადგილი და გარკვევით ხედავენ, რას წარმოადგენენ. (3) თითოეული ოფისის ფუნქცია ნათლადაა ჩამოყალიბებული წერილობით. (4) ბიუროკრატები თავისუფლად იღებენ და ინარჩუნებენ დანიშვნას, იძულების გარეშე. მორჩილი ბიუროკრატები, მიუხედავად ოსმალეთის იმპერიისა  და იმპერიული ჩინეთის დროს პოპულარობისა, იმთავითვე ამ პრინციპთან წინააღმდეგობაში მოდიან, თუმცა სამხედრო და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავენი ამ კუთხით გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდნენ. (5) სამსახურში დანიშვნა ტექნიკური კვალიფიკაციის მიხედვით ხდება, რომელიც განპირობებულია უნივერსიტეტისა ან ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული გამოცდით. (6) ბიუროკრატი აღჭურვილია სხვადასხვა იერარქიული დონის შესაბამისი, ხელფასისა და პენსიის უფლებით. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატებს შეუძლიათ დატოვონ ორგანიზაცია, ისინი სამსახურიდან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება, იქნან მოხსნილი, მიზეზის იდენტიფიცირება კი მათ წასვლამდე უნდა მოხდეს. (7) ოფისში მუშაობა უნდა იყოს ბიუროკრატის ერთადერთი ან ძირითადი საქმიანობა. (8) კარიერული სქემა აუცილებელია; თუმცა დაწინაურება შეიძლება, მოხდეს უფროსობით ან დამსახურებით და უნდა ეყრდნობოდეს იერარქიულად ზემდგომი პირების გადაწყვეტილებას. (9) ბიუროკრატებს არ სიამოვნებთ მათ ოფისთან დაკავშირებული საკუთრების უფლებების არსებობა, ასევე არ შეუძლიათ ოფისში არსებული რესურსების შესახებ პირადი პრეტენზიები გააჩნდეთ. (10) ბიუროკრატების ქცევა უნდა იყოს სისტემატიური კონტროლისა და მკაცრი დისციპლინის ქვეშ. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: