მიბაძვა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Imitation

ნიმუშის მიმდევრობა. როგორც ქცევის თავისებურება, ახასიათებს ცხოველსაც და ადამიანსაც. შეიძლება იყოს უნებლიეც და ნებსითიც. ადამიანისთვის წარმოადგენს პიროვნული თვისებებისა და თავისებურებების ჩამოყალიბება–ტრანსფორმაციის, სრულყოფისა და სწავლების მექანიზმს. სოციალიზაციის პროცესში ასრულებს ქცევის საზოგადოებრივად გამომუშავებული წესებისა და ფორმების დაუფლების მექანიზმის ფუნქციას. გადამწყვეტ გავლენას ახდენს რეფერენტული ჯგუფის წევრებზე მორალური და ქცევითი ნორმების, აგრეთვე დევიანტური ქცევითი პატერნების ჩამოყალიბების საქმეში. სოციოლოგიაში მისი ინტენსიური შესწავლა დაიწყეს XIX ს–ში. ფრანგი სოციალური ფსიქოლოგი და კრიმინოლოგი გაბრიელ ტარდი მ.–ის ფენომენით ცდილობდა გამოგონების მექანიზმის გაგებას და მას სიახლის რეალიზაციის საშუალებად მიიჩნევდა. მისი თვალსაზრისით, სოციალური მეცნიერება, სოციალური ფილოსოფიისგან განსხვავებით, იკვლევს არა გამოგონებას, არამედ მ–ს, ძველი ხატის ახლებურად გამეორებას; მ–ის კანონზომიერებაა უსასრულოდ გავრცელების ტენდენცია, ორიენტაცია შინაგანი მ–იდან გარეგანზე, ცალმხრივიდან ორმხრივზე და ა.შ. ტარდი მ–ით ბევრი სოციალური მოვლენის ახსნას ცდილობდა და მიიჩნევდა ცხოვრების ძირითადი – საყოველთაო გამეორების – კანონის გამოვლენად. შემდგომში ეს პრობლემა ფსიქოლოგიური შესწავლის ობიექტად იქცა და აღიარებულია დასწავლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად. დღეს მ. მეცნიერებს აინტერესებთ როგორც კოლექტიური ქცევის, აღქმის კულტურული ნიმუშებისა თუ ქცევის სტანდარტების ინტერნალიზაციის ერთ–ერთი ფორმა. ამ ტერმინის გამოყენებისას ზოგჯერ გულისხმობენ წინასწარ განზრახვასაც.

კატეგორია: 
ავტორები: