იმპლიციტური მეხსიერება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Implicit Memory

მეხსიერების ფორმა, რომელიც ვლინდება დასწავლის შედეგად დავალების შესრულების გამარტივებით დასწავლის ცნობიერი გახსნებებისა და/ან დასწავლილი მასალის განზრახ გამოყენების გარეშე.

ტიპურ დავალებაში, კვლევის მონაწილეს აჩვენებენ სიტყვებს ან სურათებს და შემდეგ სრულიდან დაუკავშირებელი ამოცანის სახით სთხოვენ სიტყვების ან სურათების რთულად ამოსაცნობი ფრაგმენტების ამოცნობას. ფრაგმენტების მიწოდება ხდება დროის ძალიან მცირე მონაკვეთში. იმპლიციტური მეხსიერება ვლინდება სწორედ დასწავლილი სიტყვების/სურათების უკეთეს ამოცნობაში, ახალი სიტყვების/სურათების ფრაგმენტებთან შედარებით, დასწავლის ეპიზოდის გახსენების გარეშე. კვლევებში გამოვლინდა, რომ ამნეზიის მქონე პაციენტები, რომლებიც ცუდად ასრულებენ მეხსიერების სტანდარტულ ტესტებს (ექსპლიციტური მეხსიერების დავალებებს), ნორმალურ შედეგებს იღებენ იმპლიციტური მეხსიერების დავალებებში.

ცნება “იმპლიციტური მეხსიერება” პირველად გამოიყენეს კანადელმა ფსიქოლოგმა პეტერ გრაფმა (Peter Graf, 1951) და ამერიკელმა ფსიქოლოგმა დენიელ ლ. შაკტერმა (Daniel L. Shacter, 1952) 1985 წელს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში: „დასწავლა, მეხსიერება და შემეცნება“.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, გვ. 270-271;

Colman, A. M. (2006) Oxford Dictionary of Psychology; Oxford University Press, p. 368.

კატეგორია: 
ავტორები: