ინტელექტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Intelligence

ინტელექტი ეწოდება გამცდილებიდან სარგებლის მიღებისა და გარემოს შესახებ მოცემული ინფორმაციის გარღვევის ზოგად უნარს. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის განსაზღვრა საკმაოდ რთული ამოცანაა, მეცნიერთა 52-კაციანი ჯგუფი მაინც შეთანხმდა დეფინიციაზე, რომელიც არსებულ ვერსიებს შორის ყველაზე ამოომწურავია. ამ განსაზღვრების მიხედვით, ინტელექტი ძალზე ზოგადი, გონებრივი შესაძლებლობაა და სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს ლოგიკური მსჯელობის, აბსტრაქტუი აზროვნების, რთული იდეების წვდომის, სწრაფად დასწავლისა და გამოცდილების მიღების უნარს.

ადამიანი სხვა ცხოველებისაგან ინტელექტით განსხვავდება, ისევე როგორც ადამიანური ინტელექტი განსხვავდება მექანიკური ინტელექტისაგან, ან ზრდასრული ადამიანის - ჩვილისაგან. ინტელექტუალურ მონაცემებს შორის განსხვავებები ერთისა და იმავე ასაკის ადამიანებს შორისაც გვხვდება. დღესდღეობით უკვე სადავო არ არის ის ფაქტი, რომ თუ ინდივიდი წარმატებით ხსნის ერთი ტიპის ინტელექტუალურ ამოცანას, ეს დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ ის ასეთივე წარმატებით ამოხსნის სხვა ტიპის ინტელექტუალურ დავალებებსაც. შესაბამისად, ინდივიდები, რომლებიც კარგად იმახსოვრებენ, მაგალითად, ციფრების სიას, ასევე კარგად ხსნიან ვერბალური ანალოგიების ამოცანებსაც და ა.შ. ინტელექტუალური დავალებებისა და ამოცანების განსხვავებული ტიპები დადებით კავშირში არიან ერთმანეთთან.

ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ადამიანის ინტელექტი რაოდენობრივად გაზომვადი ფენომენია, რომლის დაყვანაც გარკვეულ ქულაზეა შესაძლებელი.  მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ინტელექტი მრავალი კომპონენტისგან შედგება, რომელიც ცალ-ცალკე უნდა გაიზომოს. მესამე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სინამდვილეში ინტელექტის რამდენიმე განსხვავებული სახე არსებობს, რაც გამოცდილების სხვადასხვა სფეროს შეესაბამება.

ინტელექტის გასაზომად სტანდარტიზებული ტესტები გამოიყენება, რომლის ფუძემდებლადაც ალფერდ ბინე ითვლება. 1905 წელს, ალფრედ ბინემ  იმისთვის, რომ ეფექტური სასწავლო პროგრამის შექმნაში დახმარებოდა სახელმწიფოს, ბავშვების ინტელექტუალური უნარების გაზომვა დაიწყო.  თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბინემ ინტელექტის გაზომვა საფრანგეთში დაიწყო, ძალიან მალე ამ სფეროში წამყვანი პოზიციები აშშ.- ის მეცნიერებმა დაიკავეს. სწორედ მათ ეკუთვნით IQ ანუ ინტელექტის კოეფიციენტის ცნება. IQ ეს არის ინდექსი, რომელიც მიღებულია ინტელექტის სტანდარტიზებული ტესტებიდან. საწყის ეტაპზე, IQ-ს გონებრივი ასაკის ქრონოლოგიურ ასაკზე გაყოფით და შემდეგ 100-ზე გამრავლებით ითვლიდნენ, ხოლო ამჟამად პირდაპირ გამოითვლება. IQ-ს ავტორად შტერნი ითვლება, თუმცა დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება IQ ტესტების ორი ჯგუფი: სტენფორდ-ბინესა და ვექსლერის სკალები. სტენფორდ-ბინეს სკალა მოიცავს მთელ რიგ სუბტესტებს, რომლებიც კონკრეტულ გონებრივ ასაკზეა მორგებული და რომლებსაც პერიოდულად რევიზია უტარდებათ.

ვექსლერის ტესტში 6 სუბტესტია მოცემული: ინფორმირებულობა, ლექსიკური მარაგი, გაგება, არითმეტიკული უნარები, მსგავსებები (განსაზღვრა, თუ რატომ არის ორი საგანი მსგავსი) და რიცხვების რიგი.

ორივე ტესტისათვის არსებობს ქულათა დიაპაზონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ინდივიდის ინტელექტუალური შესაძლებლობა. მაგალითად, სტენფორდ-ბინეს ტესტში საშუალო IQ  90-110 ქულების ფარგლებში მერყეობს. 90-ს ქვემოთ მიღებული ქულა შესაძლოა გარკვეული ხარისხის გონებრივ ჩამორჩენილობაზე მიგვითითებდეს,  ხოლო 110-ს ზემოთ მიღებული ქულების გრადაცია, გონიერიდან, უმაღლეს ინტელექტამდე მერყეობს.

სურათი. სტენფორდ-ბინეს ინტელექტის საზომი ტესტის ქულათა დიაპაზონი

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: