ჯეკ (ჯუდით) ჰალბერსტამი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Jack (Judith) Halberstam

ჯეკ ჰალბერსტამი (1961) მნიშვნელოვანი თანამედროვე თეორეტიკოსი და ავტორია გენდერის კვლევისა და ქვიარ თეორიების სფეროში. ის პირველი იყო, ვინც აკადემიაში ქალურ მასკულინობაზე დაიწყო ლაპარაკი ამავე სახელწოდების წიგნში (Female Masculinity, 1998).

ქალური მასკულინობა მრავალნაირია და ერთმანეთისგან სხეულის, თვისებების, სექსუალობისა და ბევრი სხვა მახასიათებლის მიხედვით განსხვავდება. ჰალბერსტამი არამამაკაცურ სხეულებში სწორედ ამ მრავალფეროვანი მასკულინური გენდერის ტიპებს განიხილავს, დაწყებული ანდროგინით და დამთავრებული ტრანსსექსუალით. ქალური მასკულინობის თეორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქვიარ თეორიის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ჯუდით ბატლერის გენდერის პერფომატიულობის იდეას. გარდა ამისა, ის არღვევს კონვეცნიურ ასოციაციებს მასკულინობას, მამაკაცის სხეულსა და ძალაუფლებას შორის. ჰალბერსტამის მიხედვით, ქალური მასკულინობის შესწავლა იმისთვისაცაა მნიშვნელოვანი, რომ იგი ნიღაბს ხსნის და დეტალურად წარმოაჩენს, როგორ მუშაობს დომინანტური მამაკაცური მასკულინობა. თეორია ეჭვქვეშ აყენებს მამაკაცური მასკულინობის პრეტენზიას ბუნებრიობაზე და არღვევს გენდერულ ბინარულობას.

ჰალბერსტამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნია „გაგა ფემინიზმი“ (Gaga Feminism, 2012). ჰალბერსტამისთვის პოპვარსკვლავი ლეიდი გაგა ახალი ტიპის ფემინიზმის სიმბოლოა, რომელშიც უპირატესობა გენდერსა და სექსუალურ დენადობას და არასტაბილურობას ენიჭება. წიგნში ავტორი აანალიზებს ჰეტეროსექსუალობის კოლაფსს და ცდილობს, გენდერისა და სქესის „კეთების“ ახალი გზები ასახოს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

International Encyclopedia Men and Masculinities, Routledge, 2007.

Jack Halberstam, Gaga Feminism, Sex, Gender and the End of Normal, Beacon Press, 2012.

კატეგორია: 
ავტორები: