ლორა მალვი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Laura Mulvey

ლორა მალვი (დაბ. 1941) ინგლისელი ავანგარდისტი რეჟისორი და თეორეტიკოსია, რომლის ტექსტმა „ვიზუალური სიამოვნება და ნარატიული კინო“ (1975) კინოს ფემინისტურ თეორიას გზა გაუხსნა აკადემიური აღიარებისკენ. მალვის ანალიზში, რომელიც კინოს გენდერულად სტრუქტურირებულ ბუნებას ეხება, ინტეგრირებულია ფსიქოანალიზური, მარქსისტული და ფემინისტური თეორიები. მალვის ესეს გამოსვლის შემდეგ ფილმის ფემინისტური თეორიის დღის წესრიგში დადგა იმის თეორიული გააზრება, რამდენად და როგორ არის ვიზუალური სიამოვნება განსაზღვრული სქესობრივი განსხვავებით.

მალვიმ წამოჭრა კინოში სექსუალური სიამოვნების საკითხი. ფროიდის თანახმად, ნარატივებს განსაზღვრავს ქალების შესახებ მამაკაცთა ფანტაზიები, რომლებიც ოიდიპალურ კასტრაციის შიშში იღებს სათავეს. მალვი განასხვავებს ქალს და კაცს, როგორც „სურათს“ და „მომზირალს“. სამყაროში, რომელიც სქესობრივი განსხვავების გარშემოა სტრუქტურირებული და ინდუსტრიაში, რომელშიც მამაკაცები დომინრებენ, სკოპოფილია გამოხატავს მამაკაცის სურვილს, დაიპყროს ქალი. ფილმის ტექსტში ხდება მაყურებლების ინტერპელაცია არაცნობიერი ფალოკრატიული სიამოვნებების გამომწვევი მექანიზმებით. კადრის აწყობა, კამერის მოძრაობა, ხმისა და სხეულის სინქრონიზაცია იწვევს მაყურებლის იდენტიფიკაციას მთავარ გმირთან (სუბიექტთან), რომელიც ქალს (ობიექტს) კამერის მაკონტროლირებელი „მზერის“ მეშვეობით უყურებს. კინოაპარატი და მამაკაცები ქალებს ორგვარად უყურებენ: სადისტურ-ვუაიერისტულად (ეს მზერა სჯის ქალს) და ფეტიშისტურ-სკოპოფოლიურად (ეს მზერა აფეტიშებს ქალის სხეულს).

ფემინისტები შენიშნავენ, რომ მალვის თეორია ქალებს წარმოადგენს არასასურველ პოზიციაში, სადაც მათ მწირი არჩევანი აქვთ: სადისტურ-ვუაიერსიტულ მზერასთან თვითიდენტიფიკაცია ან მზერის ობიექტის სტატუსის მიღება. მოგვიანებით მალვიმ ყურადღება ქალთა სიამვონებაზე გაამახვილა ფროიდისეული ფსიქოანალიზური თეორიის გამოყენებით და უფრო ფლუიდური, კროსგენდრული იდენტიფიკაციების შესაძლებლობები გამოავლინა. სხვადასხვა კრიტიკოსმა (ნილი, კოუვი, დაიერი, ბელ ჰუკსი) მალვი გააკრიტიკა მისი გლობალური, მონოლითური და ჰეტეროსექსისტური დაშვებების გამო. მალვის კრიტიკა და ფილმები ეხმიანებოდა 70-იანი წლების ფემინისტურ პრაქტიკას, რომელიც ქალთა რეპრეზანტიციის ახალ გზებს ეძებდა და ფემინისტურ ესთეტიკას, მითებს, მეხსიერებას იკვლევდა. მალვის ფილმმა „სფინქსის გამოცანა“ (1977) სტიმული მისცა სკოპიკური მზერის დეკონსტრუქციის ექსპერიმენტებს.

იხილეთ, აგრეთვე: კინოს ფემინისტური თეორია, მზერა, ქალთა კინო

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: