პატარძლის ფოსტით შეკვეთა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Mail-Order Bride

პატარძლის შეკვეთის მაგალითები მსოფლიოს ისტორიაში მრავალია. მაგალითად, მე-19 საუკუნეში ამერიკის დასავლეთში მცხოვრები კაცები აღმოსავლეთში თავიანთ ოჯახებს სთხოვდნენ საცოლის მოძებნას. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში და კანადაში მცხოვრებ იაპონელ კაცებს სურათებით აცნობდნენ თავიანთ საცოლეებს. ქორწინების სააგენტოები საცოლეების მოსაძებნად კატალოგებს აქვეყნებდნენ უკვე მე-20 საუკუნის 50-იან წლებში. თუმცა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ინტერნეტმა პატარძლის ფოსტით შეკვეთის ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეცვალა და გააფართოვა. დღეს ინტერნეტში შეგვიძლია მოვძებნოთ ასობით ათასობით ქალის კატალოგი. ქორწინების ვებგვერდებზე, როგორც წესი, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნების (ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით, რუსეთისა და უკრაინის) წარმომადგენელი ქალები ეძებენ ქმარს „დასავლეთში“, ხოლო კაცები, რომლებიც პატარძლის შეკვეთის მომსახურებით სარგებლობენ, ძირითადად აშშ-დან, დასავლეთ ევროპიდან, კანადიდან, იაპონიიდან და ავსტრალიიდან არიან. პატარძლის ფოსტით შეკვეთის პრაქტიკა ფემინისტების მნიშვნელოვანი კრიტიკის ობიექტია, რადგან ის ხშირად რასისტული, სექსისტური და კოლონიალისტურია. ხშირად პოტენციური „ქმრები“ მხოლოდ „თეთრკანიან ქალებს“ ეძებენ. ვებგვერდებზე ხშირია „დასავლელი ფემინისტი“ ქალების კრიტიკა და ასახულია დასავლელი კაცების სურვილი, იპოვონ „ნამდვილი მზრუნველი“ ცოლი, რომელსაც არ სურს კარიერის აწყობა და შეუძლია, ოჯახს მიხედოს. ხშირად ასეთ გარიგებით ქორწინებაში ქალი წარმოჩენილია ობიექტად, რომელიც განუვითარებელი ქვეყნიდან მოდის და „დახმარებას“, „შებრალებას“ საჭიროებს. დასავლურ ქვეყნებში შეხვდებით სახელმძღვანელოებს ფოსტით შეკვეთილი პატარძლისთვის „დასავლური ცხოვრების წესისა“ და ტექნოლოგიის მოხმარების სასწავლებლად.

პატარძლის ფოსტით შეკვეთა ქალთა კომოდიფიკაციის თვალსაჩინო მაგალითია: ქალი განიხილება, როგორც მოხმარების საგანი,  რომლის დანიშნულებაა, იზრუნოს კაცზე  და სიამოვნება მიანიჭოს მას. ეს პროცესი ტრეფიკინგის, სექსტურიზმისა და შრომითი მიგრაციის მსგავსია.

ასეთი გარიგების ბოროტად გამოყენების მაგალითები ხშირია, მაგალითად, მომავალი ქმრისგან წინასწარ ფულის აღება დოკუმენტებისა და მგზავრობისათვის და უკვალოდ გაქრობა; კაცების მიერ საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ქალზე ძალადობა. ხშირად ქალები არ ახმაურებენ ოჯახში ძალადობის ფაქტებს დეპორტაციისა და იურიდიული სტატუსის დაკარგვის შიშით.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Fedwa Malti-Douglas, Encyclopedia of Sex and Gender, Vol: 3, Thomson Gale: 2007.

კატეგორია: 
ავტორები: