ხილული შინაარსი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Manifest Content

ფროიდისეულ სიზმრების ანალიზში სიზმრის შინაარსის ზედაპირული მხარე, რომელიც მოწოდებულია სიზმრის რეალური მნიშვნელობის შესანიღბად. სხვა სიტყვებით, ხილული ანუ მანიფესტირებული შინაარსი არის ნარატივი, რომელსაც სიზმრის მნახველი ყვება საკუთარი სიზმრის შესახებ. ფროიდი ერთმანეთს უპირისპირებს სიზმრში ხილულ შინაარსსა და ფარული სიზმრის აზრებს, რომელთა გამოვლენაც ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციის ამოცანაა.

ფროიდის სიზმრების თეორია „სიზმრების ხილული შინაარსის განხილვას კი არ ეფუძნება, არამედ იმ აზრებზეა მიმართული, რომლებიც ამ შინაარსების უკან იმალება და ინტერპრეტაციის სამუშაოს მეშვეობით ვლინდება,“ — წერდა ფროიდი „სიზმრების ინტერპეტაციაში“ (1900ა, გვ. 135).

ხილული ანუ მანიფესტირებული და ფარული ანუ ლატენტური სიზმრის მუშაობის კონტექსტში განიხილება. ძილის დროს ბავშვობის მოვლენებთან დაკავშირებული, როგორც წესი, განდევნილი სურვილები აქტივირდება, მოდუნებული/შესუსტებული ცენზურის გამო. თუმცა, სიზმრის ნახვა საჭიროებს, რომ თვითკმარი, ეგოისტური, სექსუალური, სადისტური ან ინცესტური სურვილების ტრანსფორმაცია მოხდეს. სიზმარში ამ სურვილების („ფარული სურვილები“, „ფარული შინაარსი“, „სიზმრის აზრები’’) ასრულება მხოლოდ იმ პირობით ხდება, რომ ისინი მოდიფიცირდებიან, მახინჯდებიან და/ან ტრანსფორმირდებიან ხილულ შინაარსში. თუმცა, ეს ხილული შინაარსი წინა დღის (დღის ნარჩენების, შთაბეჭდილებების) გარკვეული მოვლენების ან არაცნობიერზე სხეულებრივი შეგრძნებების ზემოქმედების პროდუქტიცაა. ხილული შინაარსი დღის ნარჩენების, სხეულებრივი შეგრძნებებისა და ფარული სიზმრის აზრების კომბინაციის შედეგია. ძილის გამო აზროვნების არქაულ ფორმებზე რეგრესიას ფარული ანუ ლატენტური აზრების განდევნა და ტრანსფორმაცია მოსდევს. მეორადი გადასინჯვა სიზმარს გარკვეულ თანმიმდევრულობას სძენს. ამგვარად, ის, რაც ხილულია ანუ მანიფესტირებულია, ფასადის ან ოპტიკური ილუზიის ფუნქციას ასრულებს.

ხილული სიზმრის ანალიზი ანუ ინტერპრეტაცია გულისხმობს სიზმრის მუშაობის მიერ განვილილი გზის უკუმიმართულებით გავლას, რაც ასოციაციებისთვის თვალის გადევნებითა და ფარული აზრების გამოვლენით ხდება. თუმცაღა, ფროიდი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ არსებობს სიზმრების ინტეპრეტაციის შეზღუდვებიც.

დროთა განმავლობაში გადაისინჯა ფროიდის მიერ ადრეულ ნაშრომებში შემოთავაზებული დაპირისპირება ხილულ და ფარულ შინაარსებს შორის, თუმცა იგი ბოლომდე თვლიდა, რომ ეს სიზმრის მუშაობის გაგების კარგი საშუალება იყო. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 2, G-PR. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Freud, S. (1900a). The interpretation of dreams. SE, 4–5.

კატეგორია: 
ავტორები: