მომწიფება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Maturation

მომწიფება ეწოდება განვითარების განმავლობაში მემკვიდრეობის უწყვეტ გავლენას. ეს არის ასაკთან დაკავშირებული ფიზიკური და ქცევითი ცვლილებები, რომლებიც ყველა სახეობისთვის არის დამახასიათებელი.

მომწიფება თავისი არსით პროცესია, ხოლო სიმწიფე - მდგომარეობა და დასრულებული შედეგი. შესაბამისად, მომწიფება უნდა განვიხილოთ, როგორც მიმდინარე, პროგრესირებადი პროცესი სიმწიფისკენ. მომწიფება ყველა კუნთს, ორგანოს, ორგანოთა სისტემას, ქიმიურ პროცესებს და ფუნქციებს ეხება. შესაბამისად, სექსუალური სიმწიფე გულისხმობს სრულფასოვნად ფუნქციონირებად რეპროდუქციულ უნარს, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემის სიმწიფე - სრულყოფილად ჩამოყალიბებულ ადამიანის ჩონჩხს. ნერვული და ენდროკრინული სისტემების მომწიფება კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სექსუალური, საყრდენ-მამოძრავებელი და სომატური სიმწიფის ჩამოყალიბებაში გვიან ბავშვობასა და მოზარდობაში.

მომწიფება  იმ ტემპს და გრაფიკს მოიცავს, რომლითაც ბიოლოგიური ორგანიზმი მწიფდება. გრაფიკში ის სპეციფიკური  მოვლენები იგულისხმება, რომლებიც მომწიფების ამა თუ იმ ეტაპზე აღმოცენდება. (მაგალითად, ასაკი, რომელშიც პუბერტატისთვის დამახასიათებელი თმები ჩნდება გოგონებსა და ბიჭებში), ხოლო ტემპი მომწიფების პროგრესიის ინტენსივობასა და ხარისხს  გულისხმობს (მაგალითად, რამდენად ნელა ან სწრაფად გადადის პატარა ბავშვი საწყისი სექსუალური საფეხურიდან მომწიფების სტადიამდე).

ადამიანები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან მომწიფების ტემპისა და გრაფიკის მიხედვით. მაგალითად, ორი ბავშვი შეიძლება ერთისა და იმავე ზომის იყოს, მაგრამ მათგან ერთს სიმწიფის 65%-ის, ხოლო მეორეს 75%-სთვის ჰქონდეს მიღწეული.

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Malina, M.R;  Bouchard, C.; Oded Bar-Or (2004) Growth, Maturation and Physical Activity. 2nd Ed., US

კატეგორია: 
ავტორები: