ტრანსგენდერობის მედიკალიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Medicalization of Transgender People

ისტორიის მანძილზე ტრანსიდენტობის მედიკალიზაციის არაერთი მცდელობა იყო. ამჟამად კი, ტექნოლოგიისა და მეცნიერების განვითარების პარალელურად, ამგვარმა ფაქტებმა მეტი ყურადღება მიიპყრო. ეკინსისა და კინგის აზრით (1997), მედიცინა, კულტურულად მნიშვნელოვანი ელემენტების გამოყენებით, შემოსაზღვრავს, ზღუდავს ტრანსგენდერ ადამიანთა ცხოვრებას; მედიცინა კულტურულად მნიშვნელოვან პრიზმადაა ქცეული, რომლის მეშვეობითაც დასავლური საზოგადოებები იღებენ ინფორმაციას გენდერული იდენტობების აღრევის შესახებ.

თანამედროვე საზოგადოებებში გენდერული ტრანსგრესიის მედიკალიზციის საკითხს სხვადასხვა სფეროში - ქვიართეორიაში, მედიცინასა და ფსიქიატრიაში - მომუშავე მეცნიერები და თეორეტიკოსები იკვლევენ. მაგალითად, ბატლერი (1993) ეხება მედიცინასა და გენდერის ლინგვისტურ ინტერპელაციას შორის კავშირს და წინ წამოსწევს მარეგულირებელი ნორმებისა და მკაცრი პრაქტიკების მეშვეობით სქესის მატერიალიზების იდეას. თუმცა ტრანსადამიანთა უფლებების აქტივისტები აღნიშნავენ, რომ თეორიის მიღმა გენდერისა და ქვიართეორეტიკოსები ნაკლებად ეხებიან იმას, თუ რა შედეგების მქონეა მედიკალიზაცია ტრანსგენდერი ინდივიდების რეალური, ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

ტრანსიდენტობა ცხოვრების ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ყალიბდება, რის გამოც მედიკალიზაციაც ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში იჩენს თავს. ზუსტი მონაცემები ინტერსექსი ადამიანების შობადობის შესახებ სამედიცინო დაწესებულებებში იმალება, თუმცა უდავოა, რომ არსებობენ, იბადებიან ადამიანები, რომლებიც დაბადებისას არ შეესაბამებიან სქესისა და გენდერის სოციალურად მისაღებ კატეგორიებს. ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილება, ინდივიდუალური განსხვავებების მიუხედავად, ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ მათი რეგულირება სამედიცინო სფეროს მიერ ხორციელდება. ტრანსსექსუალი ადამიანების დაბადებისას ხშირად მედიკოსები იღებენ გადაწყვეტილებას, რომელ ნორმატიულ სქესსა და გენდერს „მოარგონ“ მისი სხეული. მედიკოსებივე მკაცრად განსაზღვრავენ და ზედამხედველობენ პროცესებს, რომლებიც უკავშირდება ტრანსიდენტობის მქონე ადამიანების მიერ სხეულის შეცვლის არჩევანს.

ტრანსგენდერთა დეპათოლოგიზაციის აქტივიზმი 2009 წლიდან მიმდინარე კამპანიას (STP - Stop Trans Pathologization) უკავშირდება, რომელიც მოითხოვს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დიაგნოზების სახელმძღვანელოდან „გენდერული დისფორიისა“ (gender dysphoria) და „გენდერული იდენტობის დაღვევის“ (gender identity disorder) კატეგორიების ამოღებას. კამპანიის მიზანია, ამ სახელმძღვანელოებში შევიდეს პუნქტი პათოლოგიზაციის აკრძალვის შესახებ.

ტრანსგენდერი ადამიანების დეპათოლოგიზაციის მოთხოვნაა გაჟღერებული ევროპარლამენტის 2011 წლის რეზოლუციაში.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Designated EU Health Commissioner commits to trans depathologization, 2012 http://tgeu.org/designated-eu-health-commissioner-vows-support-to-trans-depathologization/

Medicalization of Transgenderism (2001) http://www.trans-health.com/2001/medicalization-of-transgenderism/#1

STP – International Campaign Stop Trans Pathologization http://www.stp2012.info/old/en 

კატეგორია: 
ავტორები: