მენსტრუაცია, მისი ანთროპოლოგიური მნიშვნელობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Menstruation, Anthropological Meaning of

მენტრუაციის ანთროპოლოგიური კვლევის ყურადღების ცენტრშია ადამიანის რეპროდუქციის, ნაყოფიერებისა და სექსუალობის კულტურული მნიშვნელობები. ამ თემაზე ანთროპოლოგიური კვლევები მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო და ძირითადად აფრიკულ, პაპუა-ახალი გვინეისა და ავსტრალიის ადგილობრივ კულტურებში ტარდებოდა. კვლევებში ძირითადად მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტაბუები, შეზღუდვები თუ ტრადიციული ქცევებია აღწერილი, რომელთა დაცვაც ქალებს მენსტრუაციის პერიოდში უწევთ. ამ პერიოდის კვლევების უმეტესობა მამაკაცთა მიერ არის ჩატარებული და მათ შედეგებში უგულებელყოფილია თვითონ ქალების მიერ საკუთარი გამოცდილების ხედვა.

80-იანი წლებიდან ეთნოგრაფების მიდგომა ამ საკითხისადმი შეიცვალა. მაგალითად, თომას ბაკლი და ალმა გოტლიბი შეეცადნენ, კავშირი აღმოეჩინათ მენსტრუალურ სისხლსა, როგორც „სიცოცხლის ძალასა“ და ქალის კრეატიულ სოციალურ აგენტობას შორის. მათ კვლევებში პორტუგალიურ სოფლებში მოქმედი რიტუალებია აღწერილი, რომლებიც მაშინ ტარდება, როცა გოგონებს პირველად ეწყებათ მენსტრუალური ციკლი. აქ ყურადღება თავად გოგონათა მიერ ამ მოვლენის აღქმაზეა გამახვილებული და ნაჩვენებია, რომ ისინი მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ თავს სოციალურად უფრო დაწინაურებულად და სრულყოფილად გრძნობენ.

ფემინისტურ-ანთროპოლოგიური კვლევები მართებულად არ მიიჩნევს მენსტრუაციის მხოლოდ ბიოლოგიური მხარის შესწავლას და წარმოაჩენს მას, როგორც კულტურულ მოვლენას, რომელსაც თითოეული ქალი ინდივიდუალურად, შესაბამისად, განსხვავებულად აღიქვამს.

მენსტრუაციის კულტურული მნიშვნელობების მიმართ ფემინისტ მკვლევართა ინტერესის სხვა ასპექტია იმის შესწავლა, თუ როგორ ხდება პატრიარქალურ კულტურაში მენსტრუაციის სტიგმატიზაცია, განსაკუთრებულად „საზიზღარ“ ბიოლოგიურ ფუნქციად გამოცხადება, ან საერთოდ განდევნა/აკრძალვა დისკურსიდან და სოციალური ცხოვრებიდან, რაც ზოგადად ქალისა და მისი ბიოლოგიური ფუნქციების დაბალ შეფასებასთანაა გადაჯაჭვული.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Buckley, T. and Gottlieb, A. (1988) Blood Magic: The Anthropology of Menstruation, London/ Berkeley, CA, University of California Press.

Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge,

Knight, C. (1991) Blood Relations: Menstruation and the Origins of Culture, New York/London: Yale University Press.

Lutkehaus, N. and Roscoe, P. (1995) Gender Rituals: Female Initiation in Melanesia, New York/ London: Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: