ცხოვრების წესი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Mode of Life

სოციალური კატეგორია, რომელიც ინდივიდის, სოციალური ჯგუფის, მთელი საზოგადოების სხვადასხვა ტიპის მოქმედებების, საქმიანობის ერთობლიობას მოიცავს. იგი ცხოვრების განმსაზღვრელ პირობებთან ერთად განიხილება. ამ კატეგორიის საშუალებით შესაძლებელია ადამიანთა საქმიანობის ძირითადი სფეროები (შრომა, ყოფა, საზოგადოებრივი ცხოვრება, კულტურა) კომპლექსურად, ურთიერთკავშირში იქნეს განხილული. ც. წ. შრომის, საზოგადოებრივ–პოლიტიკურ, საყოფაცხოვრებო და სხვა სფეროებში ადამიანთა ურთიერთობების, ქცევისა და აზროვნების ნირის თავისებურებებზეც მიუთითებს. იგი ცხოვრების ყაიდით, დონითა და ხარისხით განპირობებული ქცევის მიზეზების გამოვლენისა და დადგენის საშუალებას იძლევა. განასხვავებენ ნორმატიულ–ფორმაციულ ც. წ–სა (იგი დამახასიათებელია ამა თუ იმ სოციალური სისტემის წამყვანი კლასისთვის, ფენისთვის – მაგ., ახალი ქართველების ც. წ.) და ინდივიდის, სოციალური ჯგუფის, საზოგადოების კონკრეტულ–ისტორიულ ც. წ–ს ისტორიული განვითარების კონკრეტულ ეტაპზე (მაგ., თანამედროვე ქართული საზოგადოების ც. წ.). ორივე სახის ც. წ. კერძო, ცალკეულ ც. წ–ებად იყოფა (ქალაქის ც. წ., სოფლის ც. წ., ინტელიგენციის ც. წ., ახალგაზრდობის ც. წ. და ა.შ.). ც. წ–ს საზოგადოების სოციალურ–ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი პირობები ქმნის და განსაზღვრავს, მაგრამ იგი ამა თუ იმ პირობების „ჯამამდე“ არ დაიყვანება. ც. წ. როგორც ობიექტური (ერთობლივი საქმიანობის წესი, ადამიანების საზოგადოებრივი კავშირი, რაც განსაზღვრავს მათი ურთიერთობისა და ქცევის ხასიათს) და სუბიექტური (ურთიერთობის მიზნები, საქმიანობის ინტერესები და მოტივები, ღირებულებითი ორიენტაციები, მოთხოვნილებები) ასპექტების ერთიანობა, მთლიან სტრუქტურას წარმოადგენს. ც. წ. მოიცავს ადამიანის მთელ საქმიანობას. თავისი შინაარსით იგი უფრო ფართოა, ვიდრე ცხოვრების სტილი, რომელიც ადამიანთა საქმიანობის სუბიექტურ მხარეზე, ინდივიდის, ოჯახის, სხვა სოციალური ჯგუფების ყოველდღიური ქცევის, საქციელის მოტივებსა და ფორმებზე ამახვილებს ყურადღებას. ქცევისა და ურთიერთობის გარკვეული ინდივიდუალური ან ჯგუფური სტილის გავრცელებამ მოცემულ ერთობაში შეიძლება გამოიწვიოს ც. წ–ის ცვლილება. ც. წ. ადამიანის ქცევის მიზეზებზეც მიუთითებს.

კატეგორია: 
ავტორები: