დედობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Motherhood

პატრიარქალურ კულტურებში ხშირად დედობისა და ქალობის გაიგივება ხდება. დედობა აღიქმება, როგორც ქალის ერთადერთი ჭეშმარიტი დანიშნულება და მოვალეობა, მაშინ როდესაც მამაკაცმა უნდა იმუშაოს და ოჯახი არჩინოს.

ფემინისტი თეორეტიკოსები დაუპირისპირდნენ ქალის როლის ასეთ ესენციალისტურ განსაზღვრას და დედობა პატრიარქალური სისტემის მიერ ქალის ჩაგვრის ერთ-ერთ იარაღად დაასახელეს. მეორე ტალღის ფემინისტების მტკიცებით, ქალის ბავშვის გაჩენის სურვილი თანდაყოლილი არ არის და შესაბამისად უცილობლივ ყველა ქალისთვის დამახასიათებელი ვერ იქნება.

ფემინისტებმა ასევე გამოთქვეს მოსაზრება, რომ დედობა ქალს დღევანდელ საზოგადოებებში, სადაც ქალის თანაბარი შრომითი უფლებები დაცული არ არის, ეკონომიკურად და სოციალურად ნაკლებმომგებიან პოზიციაში აყენებს, რადგან თუ ის მთელ დროს შვილების აღზრდას დაუთმობს, ვერ შეძლებს ანაზღაურებად სამსახურში მუშაობას, შესაბამისად, გამოკეტილი იქნება პირად სფეროში და ფინანსურად მამაკაცზე იქნება დამოკიდებული. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge,

Nakano, G.,Chang, G,. Forcey R. (1994) Mothering, New York: Routledge.

Riley (1987) The Serious Burdens of Love? Some Questions on Child-care, Feminism and Socialism,Feminism and Equality, Oxford, Blackwell.

Warner, M. (1976) Alone of All Her Sex, London: Weidenfeld and Nicolson.

კატეგორია: 
ავტორები: