მულტიკულტურალისტური ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Multicultural Feminism

მულტიკულტურალისტური ფემინიზმი მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როგორც პირველი და მეორე ტალღების ფემინიზმის თეორიების კრიტიკა. აშშ-ში მულტიკულტურალისტური ფემინისტური მოძრაობის მოწინავეებად შავკანიანი ფემინისტები ითვლებიან. გლობალური ფემინიზმის მსგავსად, მულტიკულტურალისტური ფემინიზმისთვის ყველა ქალი ფუნდამენტურად ერთნაირი არაა, თუმცა, მათგან განსხვავებით, მულტიკულტურალისტი ფემინისტები აქცენტს განსხვავებაზე კონკრეტული ერის ფარგლებში აკეთებენ. ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელია წინააღმდეგობა ქალთა იმ დომინანტური ჯგუფების მიმართ, რომლებიც მარგინალური ჯგუფების სახელით ლაპარაკობენ.

მულტიკულტურალისტი ფემინისტები თვლიან, რომ პირველი და მეორე ტალღების ფემინისტური თეორიები ყველა ქალისთვის არ იყო ინკლუზიური - ისინი მხოლოდ საშუალო კლასის თეთრკანიანი, ევროპელი და ამერიკელი ქალების ინტერესებსა და პოლიტიკურ საჭიროებებზე ფოკუსირდებოდა და უარყოფდა ქალთა ჩაგვრის გამოცდილებებს შორის განსხვავებებს. ამ განსხვავებებს კი ჩაგვრის სისტემების სხვა განზომილებებიც იწვევდა - მაგალითად, რასა და კლასი - და მათი ანალიზი ერთდროულად უნდა მომხდარიყო.

მულტიკულტურალისტი ფემინისტების აზრით, ამ განსხვავებების უარყოფა ჩაგვრის თავისებური ფორმაა, რის შედეგადაც არადომინანტური ჯგუფების ქალები უხილავი ხდებიან და ირიყებიან, როგორც ფემინისტური თეორიის, ისე მოძრაობის მხრიდან. ამ ტიპის კრიტიკამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ახლა ბევრი ფემინისტი აღიარებს ქალთა შორის განსხვავებებს, მაგრამ, მიუხედავად აღიარებული ერთსულოვნებისა ინკლუზიურობის საჭიროების შესახებ, არ არსებობს ერთიანი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ეს პრაქტიკაში განხორციელდეს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეფექტური გზა შეიძლება იყოს პირადი სოლიდარობისკენ სწრაფვა, სხვების აზრით კი, მიზანი სხვადასხვა ჯგუფს შორის პოლიტიკური სოლიდარობა უნდა იყოს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Historical Dictionary of Feminist Philosophy, Catherine Villanueva Gardner, The scarecrow Press, 2006.

კატეგორია: 
ავტორები: