ნანი მაჭარაშვილი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

ნანა მაჭარაშვილი (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი,  მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრი - მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა) არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, რომელიც ამავე დროს ხელმძღვანელობს სამაგისტრო პროგრამას სახელმწიფო მართავსა და საჯარო პოლიტიკაში. ნანა მაჭარაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური პრგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორი.  წლების განმავლობაში ნანა მაჭარაშვილი გახლდათ ღია საზოგადოების ინსტიტუტის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიანტი. ის აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან. მას აქვს მიწვეული მკვლევარის სტატუსით შეერთებული შტატების, გერმანიისა და იაპონიის უნივერსიტეტებში მუშაობის გამოცდილება. 

ნანა მაჭარაშვილის კვლევითი ინტერესები უკავშირდება საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების საკითხებს. ის ორიენტირებულია დელიბერაციული დემოკრატიის, მონაწილეობაზე ორიენტირებული მოდელირებისა და საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის საკითხების კვლევით. ამჟამად, ის ხელმძღვანელობს სამეცნიერო პროექტს, რომლის მიზანია გარე აქტორების საჯარო პოლიტიკის პროცესში ჩართულობისა და ადვოკატირების წარმატების შესაძლებლობების კვლევა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის კითხულობს საჯარო პოლიტიკას, საჯარო პოლიტიკის ანალიზს, საჯარო მენეჯმენტსა და საჯარო სექტორის რეფორმირების სასწავლო კურსებს სწავლების სამივე საფეხურზე.  ნანა მაჭარაშვილს ასევე აქვს სატრენინგო სასწავლო კურსების შემუშავებისა და შეთავაზების მრავალწლიანი გამოცდილება, რაც აისახება როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორისთვის წარდგენილ არაერთი პროექტისა თუ პროგრამის სახით განხორციელებაში. ნანა მაჭარაშვილი ხელმძღვანელობს სხვადასხვა სამეცნიერო პროექტს და გახლავთ პოლიტიკის მეცნიერებასა და საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.