ერთფაქტორიანი მრავალდონიანი სქემა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
One–factor Multilevel Design

ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა იკვლევენ რაიმე ნიშნის ცვალებადობას (დამოკიდებელი ცვლადი) გამოწვეულს რაღაც ფაქტორის (დამოუკიდებელი ცვლადი) გრადაციის (დონეების) გავლენით. ფაქტორის ყოველი გრადაცია მოქმედებს განსხვავებულ შერჩევებზე, გრადაციათა რაოდენობა ტოლია ან მეტია 3-ზე და თითოეულ ჯგუფში არანაკლებ ორი დაკვირვებაა. იგულისხმება, რომ ამ შერჩევებს განსხვავებული საშუალოები და ტოლი დისპერსიები აქვთ. ამიტომ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, იქონია თუ არა გავლენა ფაქტორმა საშუალოების გაფანტულობაზე, თუ ეს გაფანტულობა შემთხვევითი ხასიათისაა გამოწვეული შერჩევის მცირე მოცულობებით. სხვა სიტყვებით, თუ შერჩევები ერთსა და იმავე პოპულაციას ეკუთვნიან, მაშინ მონაცემთა გაფანტულობა შერჩევებს (ჯგუფებს) შორის არ უნდა აღემატებოდეს მონაცემთა გაფანტულობას ჯგუფებს შიგნით. ჯგუფებს შორის ცვალებადობა იზომება ჯგუფთა შორის დისპერსიით, ესაა დისპერსია გამოთვლილი სრული საშუალოს (ყველა მონაცემის საშუალო) გარშემო ჯგუფების საშუალოების ცვალებადობის გამოყენებით,   

k ჯგუფების რაოდენობა, n კი ჯგუფში მონაცემთა რაოდენობა. ამ სტატისტიკას აქვს ხი-კვადრატ განაწილება k – 1 თავისუფლების ხარისხით.

ჯგუფის შიგნით ცვალებადობა იზომება ჯგუფშიდა შეცდომის დისპერსიით, ესაა მონაცემთა დისპერსია ჯგუფში გამოთვლილი ჯგუფის საშუალოს გარშემო, 

ამ სტატისტიკას აქვს ხი-კვადრატ განაწილება N – k თავისუფლების ხარისხით. N - მონაცემთა სრული რაოდენობა ექსპერიმენტში, k ჯგუფების რაოდენობა. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: