ორგანიზაციული სწავლება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Organizational Learning

ორგანიზაციული სწავლება ეს არის გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც ორგანიზაციაში ყალიბდება. ის ორგანიზაციას აძლებს საშუალებას მოერგოს ყველა ცვალებად კონკურენტულ გარემოს. ორგანიზაციული სწავლება ეს არის პროცესი მორგებული გაუმჯობესებაზე, რომელიც ზრდის ორგანიზაციის ეფექტურობას. ორგანიზაციული სწავლების შემდეგ ორგანიზაციის ლიდერები შეძლებენ წარმოებული პროდუქტი უფრო ხარისხიანი გახადონ ნაკლებად დახარჯულ დროისა და ფინანსების საფუძველზე. პროდუქტს უფრო ხარისხიანად ქმნიან და სწრაფად. სწავლობენ, როგორ უნდა იმუშაონ გუნდურად და შეკრულად (Argote, 2013). ორგანიზაციული სწავლება არის ორგანიზაციაში ცოდნის შექმნის, დაგროვებისა და გადაცემის პროცესი. ცოდნაზე ორიენტირებული მოქმედებები ბოლოს აკუმულირდება გამოცდილებაში. თავის მხრივ, გამოცდილება, როგორც ცოდნა ხელს უწყობს საგნის პროცედურულ გაგებას, მასში ჩართვით.

ორგანიზაციული სწავლება ეხება ცოდნის ატრიბუტებს, მოქმედებას და ასწავლის,  როგორ უნდა შევქმნათ ის. აღნიშნული კონცეფციის მიხედვით, ადამიანები აქ დანახულები არიან, როგორც ფუნქციონირების ორგანიზმები, რომლებიც ქმნიან ცოდნას გამოცდილებით. თუმცა, ინდივიდებმა შეიძლება თავისი ცოდნა ვერ წარმოაჩინონ ან ორგანიზაცია დატოვონ. ცოდნა კი, რომელიც მათ ორგანიზაციაშია ჩანერგილი, ხანგრძლივი დროით შენარჩუნდება კიდეც. ორგანიზაციამ შეიძლება ცოდნა სხვა გზითაც დააგროვოს. მაგალითად, რუტიუნლი პროცესებით, ქსელებით, მეხსიერების სისტემებით და სხვა. თუმცა, ფიზიკური პირების ცოდნა ყველაზე მეტად უწყობს ხელს ორგანიზაციას შემდგომ განვითარებაში. მეორე მხრივ, ორგანიზაციული სწავლებაა შეისწავლის გამოცდილებას, ცოდნის ეფექტს, რომელიც ორგანიზაციას ცოდნის საფუძველზე გადაეცემა. ორგანიზაციული სწავლება მოიცავს ცოდნის მენეჯმენტსაც. (ჭელიძე, ა. (2015, დეკემბერი). ორგანიზაციული სწავლება სტუდენტურ თვითმმართველობებში. მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.) 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: