პარტიული ორგანიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Party Organization (Political)

დემოკრატიულ ქვეყნებში განისაზღვრება როგორც იმგვარი სტრუქტურა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას აძლევს იბრძოლონ ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად, განსხვავებით ერთპარტიული სისტემებისაგან, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში უზრუნველყოფდა "დემოკრატიული ცენტრალიზმის“ პრინციპზე აგდებული ერთი პარტიის ბატონობას. დემოკრატიულ ქვეყნებში პარტია პოლიტიკრი ორგანიზაციის მხოლოდ ერთი ფორმაა. პ. ო-ის ძირითადი ამოცანაა არჩევნებში პარტიას ხმების მაქსიმალური რაოდენობა მოუპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გამარჯვება პარტიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს შიდაპატრიული დემოკრატიის საკითხს ან იმას, თუ რამდენად ასრულებს პარტია თავის დანაპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ეფექტურად ორგანიზებული პარტია ემყარება პროფესიონალ ორგანიზატორებს, რაც მას ათავისუფლებს მრავალრიცხოვანი ადგილობრივი რგოლების შექმნის აუცილებლობისაგან. დემოკრატიული ქვეყნების პარტიების შიდა ორგანიზაციული სტრუქტურა შეიძლება არ იყოს მკვეთრი, რაც იმას ნიშნავს, რომ წევრობა არ იყოს მკაცრად განსაზღვრული. პარტია შეიძლება ემყარებოდეს არაოფიციალურ ჯგუფებს პარტიული ორგანიზაციის გაუთვალისწინებლად. იმ შემთხვევაში, თუ პარტია კარგადაა ორგანიზებული გამოკვეთილი შინაგანი სტრუქტურით, სავსებით შესაძლებელია, რომ თავად პარტიული ამხანაგობის რიგები არ იყოს დიდი, მაგრამ მათ ჰყავდათ მრავალი მომხრე, რომლებიც სხვა ორგანიზაციის სახელით მოქმედებენ (მაგ., კონსერვატიული პარტიის ასეთი მასობრივი ორგანიზაცია - "ენძელას ლიგა“ - უკვე XIX ს-ში შეიქმნა). მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ პ.ო-ის სახე განსაზღვრულია პარტიის მიზნებითა და იმ პოლიტიკური გარემოთი, რომელშიც მას უხდება მოღვაწეობა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: