პროცენტული რანგი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Percentile Rank

ქულის პროცენტული რანგი ეწოდება იმ მონაცემთა პროცენტს შერჩევაში, რომელიც ნაკლები ან ტოლია განხილულ ქულაზე. მაგალითად, ქულის პროცენტული რანგია 65%, ეს ნიშნავს, რომ მონაცემთა 65% ნაკლებია ან ტოლი ამ ქულაზე და, შესაბამისად, 35% მეტია ან ტოლი მასზე.

ქულის პროცენტული რანგი გამოითვლება ფორმულით Px=2r-12n·100%, სადაც X ქულაა, r მისი რანგია შერჩევაში, ხოლო n შერჩევის მოცულობა.

ხშირად საჭიროა ორი სხვადასხვა მოცულობის შერჩევის  მონაცემების პოზიციების შედარება ნიშანის სიძლიერის თვალსაზრისით. რომელ ტესტში გვაქვს უკეთესი პოზიცია, როდესაც ტესტირებაში მონაწილეობდა 20 სტუდენტი და ქულის რანგი არის 15, თუ როცა ტესტირებაში მონაწილეობდა 50 სტუდენტი და მიღებული ქულის რანგი არის 26? ცხადია რაც უფრო მაღალია ქულის პროცენტული რანგი, მით უფრო უკეთესია პოზიცია, გამოვთვალოთ პროცენტული რანგი შემთხვევაში.

პირველ ტესტირებაში მონაწილეობდა n=20 სტუდენტი, მიღებული ქულის რანგი 15, ამიტომ ამ ქულის პროცენტული რანგია 2·15-12·20·100%=72.5%მეორე ტესტირებაში მონაწილეობდა n=50 სტუდენტი და მიღებული ქულის რანგი იყო 26, პროცენტული რანგია 2·26-12·50·100%=51%. მუხედავად იმისა, რომ მეორე ტესტირებაში ქულის რანგი - 26, მეტია პირველ ტესტირებაში ქულის რანგზე - 15-ზე, პირველ ტესტირებაში ქულა უსწრებს ჯგუფის 72.5% -ს, ხოლო მეორე ტესტირების დროს კი - ჯგუფის 51%-ს. უკეთესი შედეგი გვაქვს პირველი ტესტირების ქულისათვის.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: