პოლიტიკის შედეგები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Policy Outcomes

საჯარო პოლიტიკის ანალიზში პოლიტიკის შედეგად განიხილება საზოგადოებრივი პრობლემის მოსაგვარებლად იდენტიფიცირებული სავარაუდო გადაწყვეტის გზის (ალტერნატივების) მოსალოდნელი შედეგები.  ინფორმაცია იმის შესახებ,  რა გარემოებამ მისცა დასაბამი პრობლემას, მნიშვნელოვანია პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოებისთვის. მსგავსი ინფორმაცია ხშირად არადამაკმაყოფილებელია და არასრულყოფილი, რამდენადაც წარსულის ექსტრაპოლაციის საზღვრები და მის საფუძველზე ექსტრაპოლაცია, როგორც ასეთი, შეზღუდულია. ამ მიზეზით, პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დიდ დროსა და ფინანსური და ადმიანური რესურსების მობილიზებას მოითხოვს. მსგავსი ინფორმაციის წარმოება, ასევე მოითხოვს კრეატიულობას, შორსმჭვრეტელობასა და ტაქტიკური ცოდნის გამოყენებას. პოლიტიკის შედეგები განხორციელებული საჯარო პროგრამებისა და პროექტების შემთხვევაშიც ადეკვატურია, თუმცა ამ შემთხვევაში შეგროვილი ინფორმაცია არა ჰიპოთეტურ გათვლებს, არამედ რეალური შედეგების გაზომვაზეა ორიენტირებული. 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: