პოლიტიკური თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Political Theory

ხელისუფლების, მისი კანონიერების, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოლიტიკის ადგილისა და როლის განმსაზღვრელ შეხედულებათა სისტემა. პ. თ-ის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული თეორიის წარმოშობას წინ უძღოდა სოლიდური ფილოსოფიური ტრადიცია, რომელიც სათავეს ანტიკურობაში, პლატონისა და არისტოტელეს გამოკვლევებში იღებს. დღეს ითვლება, რომ პ. თ. პოლიტიკური ფილოსოფიისაგან განსხვავდება, თუმცა მათ შორის ზღვარის გავლება ყოველთვის იოლი არ არის. როგორც ერთი, ასევე მეორე, პოლიტიკური სოციოლოგიის, პოლიტიკური ეკონომიკის და სხვა დისციპლინების გვერდით, პოლიტიკურ მეცნიერებათა შემადგენელ ნაწილად ითვლება. პ. თ., პოლიტიკური ფილოსოფიისაგან განსხვავებით, არ ცდილობს თავისი დებულებების დასაბუთებისათვის ადამიანის ზოგადი ბუნების გარკვევას. პ. თ. მსგავსი საკითხების გარკვევას პოლიტიკურ ფილოსოფიას უთმობს და თავად დაკავებულია პოლიტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების, პოლიტიკური ქცევების მოტივებისა და თანმხლები რისკების ანალიზით. პ. თ-ის მეორე სპეციფიკური ნიშანი, ამ თავისებურების გათვალისწინებით, მისი ეკლექტური ხასიათია. პ. თ. ფილოსოფიის გარდა ემყარება ისეთი დისციპლინების მიერ მოპოვებული მასალის განზოგადებას, როგორიცაა სოციოლოგია, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, იურისპრუდენცია და სხვ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: