წყვეტილი წონასწორობის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Punctuated Equilibrium Theory

წყვეტილი წონასწორობის თეორიის მიხედვით, პოლიტიკის წყვეტა გულისხმობს, რომ პოლიტიკის დღის წესრიგი სტაბილურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ დროგამოშვებით, ასევე ექვემდებარება ცვლილებებს, რომლებიც გაცილებით რადიკალური და დიდია, ვიდრე ინკრიმენტული ცვლილება (Baumgartner & Jones, 1993, 2009). ეს ნიშნავს, რომ დროდადრო პოლიტიკის კურსი გადაიხრება საყოველთაოდ მიღებული წონასწორობიდან, როგორც კი პრობლემა გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან მაკროპოლიტიკის სფეროში  გადაინაცვლებს (True et al., 1999). პრობლემების პრიორიტეტების გამოყოფაში შეტანილ ამგვარ ცვლილებებს მოაქვს ცვლილებები პოლიტიკის შედეგებში. როგორც თრუ და მისი კოლეგები აღნიშნავენ, „პოლიტიკის პროცესები საერთოდ ხასიათდება სტაბილურობითა და ინკრიმენტალიზმით, მაგრამ ხანდახან ხდება ფართომასშტაბიანი გადახრა განვითარების არსებული ტრაექტორიიდან“ (True et al, 1999, p. 97). მასმედიასთან და სხვა არასამთავრობო აქტორებთან ერთად, ინტერესთა ჯგუფები გადამწყვეტ როლს თამაშობენ პოლიტიკის კურსის დრამატულ ცვლილებაში. 

ბაუმგართნერის და ჯოუნსის (Baumgartner and Jones’s, 1993) წყვეტილი წონასწორობის თეორიის  მიხედვით, კრიტიკულ მომენტში პოლიტიკის წარმოების  სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდის წყვეტა ხორციელდება რადიკალური ცვლილებით. ბაუმგართნერი და სხვები(Baumgartner et al, 2011) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ „სტატუს კვოს სიცოცხლისუნარიანობაზე“ და ასევე იმაზე, რომ სტატუს კვოს მხარდამჭერი აქტორები უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე პოლიტიკის კურსის ცვლილების მომხრე აქტორები. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკის ცვლილებების მომხრეების მხრიდან ხანგრძლივი დროის მანძილზე განხორციელებული ადვოკატირების კამპანია, თუკი ის წარმატებულია, საბოლოოდ იწვევს სტატუს კვოდან რადიკალურ გადახვევას და არა ინკრიმენტულ ცვლილებას.კვლევა თემაზე „ლობირება და პოლიტიკის ცვლილება: ვინ იგებს, ვინ აგებს და რატომ?“ ასკვნის, რომ ინკრიმენტალიზმი, როგორც თეორიული ჩარჩო ვერ ახერხებს, ახსნას კვლევის 98 შემთხვევა. ასე რომ, წყვეტილი წონასწორობის თეორიის მოდელი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიტიკის ცვლილების ინკრიმენტული მოდელის მნიშვნელობას.

 

***გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

 

ავტორები: