ანკეტა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Questionnaire

პირველადი ინფორმაციის შეგროვების ინსტრუმენტი, გარკვეული წესებით ფორმულირებული კითხვებისა და პასუხების (გამონათქვამების) ერთობლიობა, მოცემული გამოკითხვის ფურცლის ფორმით სოციოლოგიური ა. კითხვარის ნაირსახეობაა. იგი გამოიყენება წერითი გამოკითხვისას (ანკეტირების დროს) პირველადი სოციალური მონაცემების შესაგროვებლად. ა. ტირაჟირებული დოკუმენტია, რომელსაც თავად გამოსაკითხი პირი (რესპონდენტი) ავსებს მასში მოცემული მითითებების მიხედვით (დაუსწრებელი ანკეტირება) ან ანკეტიორის (პირის, რომელიც ატარებს ანკეტირებას) მიერ ჩატარებული ინსტრუქტაჟის შემდეგ (დასწრებული ანკეტირება, ინდივიდუალური ან ჯგუფური). სოციოლოგიური ა. არის სტრუქტურულად, აზრობრივად და ლოგიკურად დაკავშირებული კითხვების ნაკრები. თითოეული კითხვა, მისი ტიპი ან სახე, განპირობებულია გამოკითხვის პროგრამული და პროცედურული ამოცანებით. ანკეტის სტრუქტურული ერთეულია კითხვა ან კითხვათა ბლოკი. კითხვებისა და პასუხების შინაარსი ასახავს შესასწავლ პრობლემას ემპირიული ინდიკატორების დონეზე. ა-ის შედგენა გამოკვლევის ჰიპოთეზათა კითხვების ენაზე გადაყვანის პროცესს მოიცავს. ანკეტაში დასმულმა კითხვებმა და შესაბამისმა პასუხებმა უნდა უზრუნველყოს საკვლევი საკითხის შესახებ რელევანტური და მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ა-ის კომპოზიციას, კითხვების სწორად შერჩევას, ფორმულირებასა და დასმას, მათ განლაგებასა და თანამიმდევრობას, ენასა და სტილს, ა-ის შევსების მეთოდოლოგიურ მითითებებს, აგრეთვე მის გრაფიკულ გაფორმებას. გამოკითხვის ხარისხი და მისი შედეგები დამოკიდებულია ა-ზე, იმაზე, თუ რამდენადაა დაცული მისი შედგენის მოთხოვნები ა-ის საშუალებით ხდება ინფორმაციის მიღება როგორც სოციალური ფაქტების, მოვლენების, პროცესების, ისე ინდივიდების, სოციალურ ჯგუფთა შეხედულებების, აზრების, განწყობების, შეფასებების, ქცევის მოტივების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და სხვ. შესახებ. ზოგჯერ ა-ის ნაცვლად ხმარობენ ტერმინებს კითხვარი ან „გამოსაკითხი ფურცელი“.

კატეგორია: 
ავტორები: