რასიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Racism

რეაქციული იდეოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანთა რასის ვითომდა ბუნებრივ, ბიოლოგიურ, წინასწარგანსაზღვრულ არაერთფასოვნებასა და მათ „მაღალ“, „დაბალ“, „სრულფასოვან“, „არასრულფასოვან“ დაყოფაზე, რომელიც ერთი რასის მეორეზე ბატონობის საფუძველს იძლევა. რ-ის ისტორიული ძირები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდის. მოგვიანებით იგი ფართოდ გამოიყენებოდა კოლონიზატორების მიერ. მაგრამ რ-ის თეორია მხოლოდ XIX ს-ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა (ჟ. გობინო, „ესე ადამიანთა უთანასწორობის შესახებ“, 1884, ჰ. ჩემბერლენი, „მეცხრამეტე ასწლეულის საფუძვლები“ 1889, და სხვა). რ-ის არსი შემდეგში მდგომარეობს: რასები თანაბარნი არ არიან და სწორედ ეს მოქმედებს ადამიანთა ხასიათსა და ქცევაზე, კულტურაზე, მთლიან სოციალურ ცხოვრებაზე; უპირველეს ყოვლისა, რასობრივი სხვაობა განაპირობებს შესაბამისი რასის წარმომადგენლების ინტელექტუალურ მონაცემებსა და შემოქმედებით შესაძლებლობებს; აღნიშნულით არის განპირობებული, აგრეთვე, რასებისა და ხალხების იერარქიული დაყოფა, რომელიც საზოგადოების განვითარების უცვლელ, მუდმივ კანონს წარმოადგენს; რასების აღრევა უარყოფითად მოქმედებს სოციალურ-კულტურულ პროცესებზე და ცივილიზებული საზოგადოება შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს. რ. ფაშისტური გერმანიისა და ნაციონალ-სოციალიზმის ოფიციალური იდეოლოგია და თეორია იყო. მსოფლიო თანამეგობრობა, გაერო რ-ს, როგორც ადამიანის უფლებების საყოველთაო და უხეშ დარღვევას მკაცრად კიცხავს და ყველა ქვეყნისაგან მის აღმოსაფხვრელად ბრძოლას მოითხოვს. (1948 წლის ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, 1963 წლის დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, 1978 წლის დეკლარაცია რასისა და რასობრივი გადმონაშთების შესახებ და სხვა.).

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: